ახალი ამბები
Home / Uncategorized / საზოგადოებრივი მაუწყებელი სამართლიანობის წინააღდეგ

საზოგადოებრივი მაუწყებელი სამართლიანობის წინააღდეგ

საქართველოს ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა ომბუდსმენის  გიორგი თევზაძის განცხადებით, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენ დირექტორი  სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურებით  შეილახება  ალექსანდრე მეტრეველის კანონიერი უფლებები,

საქართველოს ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა ობმუცმენს განცხადებით მომართა   საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილესთან გათანაბრებული პირის, ტელეოპერატორი  ალექსანდრე მეტრეველის ინტერესების დამცველმა გია იასაშვილმა, რომლის განმარტებით, ცნობილი ხდება, რომ ალექსანდრე მეტრეველი   სამსახურიდან მივლინებაში იყო სვანეთში, როდესაც მას დაუკავშირდა მაუწყებლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და შეატყობინა, რომ იგი  გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან ალექსანდრე  მეტრეველი, საზოგადოებრივ ტელევიზიის  არხზე 35 წლის განმავლობაში მუშაობდა, ასეთი დაუსაბუთებელი მიდგომა ტელევიზიის ადმინისტრაციის მხრიდან მოულოდნელი და  “წარმოუდგენელი” იყო: რადგანაც “1983 წლიდან მუშაობდა  მაუწყებელში. მათ შორის ცხელ წერტილებში მათ შორის – აფხაზეთში, ჩეჩნეთში, სპეცდავალებებით დავდიოდი პირველი არხიდან. აფხაზეთის ომის პერიოდში სისტემატურად უხდებოდა მივლინებით სოხუმში მუშაობა  მოამბის კორესპონდენტთან  გურამ გორელიშვილთან ერთად  მათ შორის ცხინვალშიც,  აქვს  დამთავრებული ინტერნიუსის 3 თვიანი კურსები რის შემდეგ საფრანგეთის ელჩმა დიპლომი გადასცა, აქვს მიღებული უამრავი მადლობა პირველი არხის ხელმძღვანელობისგან და არცეთი საყვედური რის შემდეგ გაუფორმეს  უვადო ხელშეკრულება.  სხვადასხვა დროს იყო,   საქართველოს  პატრიარქის პირადი ოპერატორი, ამ ხნის განმავლობაში მას მხოლოდ ტელევიზიის ადმინისრაციდან მადლობის მეტი არაფერი მიმიღია . გოა ოასაშვილის განცხადებით, 2018 წლის 18 სექტემბერს სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გამოსცა #264-კ ბრძანება  რომლითაც სამსახურიდან  გაათავისუფლა თანამშრომლები, მათ შორის  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილესთან გათანაბრებული პირი – ტელეოპერატორი  ალექსანდრე მეტრეველი, რომელიც  2020 წლის 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებით პირვანდელ სამუშაოზე და  საზოგადოებრივ მაუწყებელს დააკისრა ახელფასო განაცდურის ანაზღაურება. ეს გადაწყვეტილება  უზენაესმა სასამართლომ  უცვლელად დატოვა. მიუხედავად აღნიშნულისა,  სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელის მხრიდან ჯერ კიდევ არ არის აღსრულებული ეს სასამართლო გადწყვეტილება, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტი, გარდა ამისა,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად: ,ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება“. ჩვენის აზრით  სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენ დირექტორი  სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურებით  შეილახება  ალექსანდრე მეტრეველის კანონიერი უფლებები. ვიმედოვნებთ, რომ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენ დირექტორის მხრიდან განხორციელდება კანონიერი მოქმედებები და  თავიდან იქნება აცილებული შეილახება  ალექსანდრე მეტრეველის კანონიერი უფლებების ხელყოფა. ჩვენა შემდგომშიც განვახორციელებთ საქმეზე საზოგადოებრივ მონიტორინგს“, აღნიშნულია საქართველოს ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა ომბუდსმენის  გიორგი თევზაძის  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი გახარია:„ ივანიშვილს მოსწონს ეს რეალობა და რას ნიშნავს ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ?-თუ როგორ აფასებს რეალობას, რომელიც საქართველოში დღეს ხდება?“

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს„ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო. მან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა და ...