ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ივანიშვილის „ქართული ოცნება“ წინ უსწრებს მთავარ ოპოზიციურ მოძრაობას

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ივანიშვილის „ქართული ოცნება“ წინ უსწრებს მთავარ ოპოზიციურ მოძრაობას

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ივანიშვილის „ქართული ოცნება“ წინ უსწრებს მთავარ ოპოზიციურ მოძრაობას რეფორმირებული საარჩევნო სისტემის პირობებში, რომელიც მცირე პარტიებსაც აძლევს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შესაძლებლობას, – ამის შესახებ, Bloomberg-ი წერს.

სტატიის ავტორის თქმით, რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 50 პარტია და საარჩევნო ბლოკი – იბრძვის 150 ადგილისთვის, რადგან პარლამენტში შესვლის ბარიერი ამომრჩეველთა ხმების 1 პროცენტამდეა დაწეული.

,,2012 წლის მსგავსად, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკმა“ გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის კანდიდატად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაასახელა. საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა – ივანიშვილმა – თავისი პარტია სააკაშვილის დასამარცხებლად შექმნა, რომელიც დევნილობაში იმყოფება მას შემდეგ, რაც ამჟამინდელმა მთავრობამ ის ძალაუფლების გადამეტებაში დაადანაშაულა“ , – წერს „ბლუმბერგი“.

როგორც ავტორი აცხადებს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მობილური ჯფუფების ორგანიზება მოახერხა იმ ამომრჩევლების დასახმარებლად, რომლებიც იზოლაციიდან მისცემენ ხმას.https://imedinews.ge/ge

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეკლესიაში ჩაბუდებული შადიმანები ჩვენს პატრიარქს აუჯანყდნენ“

„ახლა როცა „ეკლესიაში ჩაბუდებული შადიმანები ჩვენს პატრიარქს აუჯანყდნენ!ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ დაირაზმნენ! „ერთადერთი რაც ქართველ ხალხს ...