ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „სად არის „კასრების საქმის “კადრები, ამოვიღოთ და ვაჩვენოთ ამ ხალხს, სამეგრელოში, სამალავებში თუ რა სადიზმს ჰქონდა ადგილი“-ირმა ინაშვილი

„სად არის „კასრების საქმის “კადრები, ამოვიღოთ და ვაჩვენოთ ამ ხალხს, სამეგრელოში, სამალავებში თუ რა სადიზმს ჰქონდა ადგილი“-ირმა ინაშვილი

ხალხს  თითქოს  ყველაფერი დაავიწყდა,  არადა,  „კასრების  საქმე“ ერთ დროს ოცნებისთვის პოპულარული თემა იყო. სწორედ  „კასრების  საქმე“  შეახსენა დღევანდელ  ხელისუფლებას „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა  ლიდერმა,  ვიცე-სპიკერმა  ირმა ინაშვილმა და  იმ კადრების საზოგადოებისთვის ჩვენება მიითხოვა,რომელიც ოცნების ხელისუფლებამ  დიდი ხანია დააკონსერვა.

პარლამენტში, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ და „სოციალ-დემოკრატების“ სხდომაზე მიმართა ირმა ინაშვილმა პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის  სხვა კანდიდატებს.იქ,  სადაც სადაც გიორგი გახარაიას და მთავრობის განახლებული შემადგენლობის მოსმენა მიმდინარეობდა.

 ირმა ინაშვილმა იმ  „კასრების“ შესახებ ისუბრა,  რომელიც   სამეგრელოს სამალავებში  იქნა აღმოჩენილი -ეს კადრები განსაკუთრებით ახალ თაობას უნდა აჩვენონ.

„ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს კარგად ახსოვს კასრების კადრების პრეზენტაცია. იქ რამდენიმე ჟურნალისტმა ვერ გაუძლო ამის ყურებას და დარბაზიც დატოვა. სად არის ეს კადრები, ამოვიღოთ და ვაჩვენოთ ამ ხალხს, რომ გამოიღვიძონ. იმ თაობას ვაჩვენოთ, ამ 7 წლის მანძილზე გაზრდილ თაობას, რომელსაც აღარ ახსოვს რა ხდებოდა, როგორ აღმოაჩინეთ სამეგრელოში სამალავები და რა სადიზმს ჰქონდა ადგილი. არავის არ შეუწუხდება გული. იქ რამდენიმე ჟურნალისტი საუბრობდა იმაზე, რომ ეს შეაშინებს საზოგადოებას, დაიწყება ვნებათაღელვა. არაფერი ვნებათაღელვა არ დაიწყება საზოგადოებაში, უნდა ნახოს ხალხმა რა სადისტურ რეჟიმთან გვქონდა საქმე, ჩვენ ამის მიხრე ვართ“-განაცხადა ირმან ირმა  ინაშვილმა.

ნინი ბეთანელი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ცეკვით დაპყრობილი 88 ქვეყანა!-სუხიშვილები იუბილარია (ვიდეო)

ქართული ეროვნული ბალეტი, საზოგადოებაში უფრო მეტად ცნობილი, როგორც სუხიშვილები ან სუხიშვილი — ქორეოგრაფიული ანსამბლი, დაარსდა 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით. ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com