ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „სადაც ბიძინას ეტყვით მადლობას, იქ ჩემიცა თქვითო!“-რომან გოცირიძე

„სადაც ბიძინას ეტყვით მადლობას, იქ ჩემიცა თქვითო!“-რომან გოცირიძე

 

კომერციული ბანკები ერთმანეთის მიყოლებით, ერთი და იგივე ტექსტით სულელურ განცხადებებს აკეთებენ. მადლობას უხდიან მთავრობას და ეროვნულ ბანკს იმისათვის, რომ კომერციული ბანკების მიერ მოზიდული უცხოური ვალუტის დარეზერვება 5 პროცენტით შეამცირა და ნაცვლად 30 პროცენტისა გახდა 25 პროცენტი, რაც კომერციულ ბანკებს მისცემს დამატებით 700 მილიონი დოლარის გასესხების უფლებას. ეს წაეშველება ლარის კურსსაცო. .

კი მაგრამ, მათ მიერ მოზიდული დოლარების 30 პროცენტს რომ უყინავდა ეროვნული ბანკი, უგუნური ლარიზაციის ფარგლებში, რაც ვალუტის შიმშილს წარმოშობდა, ლარს აუფასურებდა და საპროცენტო განაკვეთს ზრდიდა, მაშინ რატომ
არ გააპროტესტეს?

გმადლობთ ცუდი რომ გააკეთეთ, რადგან კარგის გაკეთებით აგრერიგად გაგვახარეთო.

ვინ დაწერა ერთნაირი ტექსტი? რა თქმა უნდა ”ლიბერთი ბანკმა” და ”საქართველოს ბანკმა”. ბოლოში გმადლობთ ბიძინა უნდა ვიგულისხმოთ ალბათ.

რაც შეეხება ეროვნულ ბანკს: დაიწყო ჩემს მიერ არაერთხელ მიცემული რჩევების შესრულება, ოღონდ ძალიან დავიანებით და ძალიან შეზღუდული ზომით. დარეზერვების ნორმის შემცირებაც იმ რეკომენდაციების ( გაიხსენეთ 7 რჩევა) ნაწილია, რაც რამდენიმე თვის წინ აქ გამოვაქვეყნე.

სადაც ბიძინას ეტყვით მადლობას, იქ ჩემიცა თქვითო!- აცხადებს  პარლამენტარი და  ექსპერტირომან გოცირიძე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორაა“-მამუკა ხაზარაძე

  საქართველოს პროკურატურა ჩემთვის არის ძალიან არაკომპეტენტური, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა. შესაბამისად, იცით, რომ საქმე ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com