ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / საგურამოში არაბები მინი-ქალაქს აშენებენ

საგურამოში არაბები მინი-ქალაქს აშენებენ

როგორც პროექტის მენეჯერი აქბარ ქურეში რადიო “კომერსანტთან” აცხადებს, კომპანია ყოველთვის განიხილავს ახალ შესაძლებლობებს საერთაშორისო ბაზრებზე. მისივე თქმით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და არსებობს დიდი პოტენციალი, სწორედ ამიტომაც გადაწყდა ინვესტიციის განხორციელება. არაბული კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ გეგმის მიხედვით პროექტი 4 წელიწადში უნდა დასრულდეს.
კომპანიის წარმომადგენლის განმარტებითვე, პროექტი საქართველოს ბუნებრივ სილამაზეს, ტრადიციებს და კულტურას აერთიანებს და ძირითადად მისი სამიზე საერთაშორისო კლიენტები შუა აღმოსავლეთიდან და ევროპიდან არიან. პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია დუბაიში მიმდინარე წლის მაისში გაიმართა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე აპრილში დაიწყო. რაც შეეხება თავად კომპანიებს – არაბული უძრავი ქონების კომპანია Salim Ali Al Shamsi Real Estate-1990 წელსაა დაფუძნებული, აქამდე კომპანიას პროექტები ძირითადად არაბეთში აქვს განხორციელებული. როგორც არაბული კომპანია საკუთარ ვებ-გვერდზე წერს, საქართველო პროგრესული ქვეყანაა. ბოლო 5 წელია ქვეყანა ნომერ პირველ რეფორმატორად ითვლება და აქ ბიზნესის კეთება ყველაზე მარტივი და უსაფრთხოა ევროპაში. Georgian Ventures & Investment Ltd კი საინვესტიციო კომპანიაა.”საგურამო გარდენსის” გარდა, ის ფასანაურში ეკო-გამაჯანსაღებელ კურორტს ქმნის, რომელიც მათი განმარტებით 20 კარგად განვითარებული ნომრისგან შედგება და მომხმარებელს უნიკალურ სერვისს შესთავაზებს. ეს იქნება 4 სეზონზე გათვლილი კურორტი. კომპანია მომავალში საქართველოში ეკო-გამაჯანსაღებელი კურორტების ქსელის განვითარებას გეგმავს.

ქართულ- არაბული კომპანია საგურამოში მინი-ქალაქს ქმნის. Georgian Ventures & Investment Ltd (GVI), და არაბული Salim Ali Al Shamsi Real Estate- ის ერთობლივი პროექტის მიხედვით Saguramo Gardens-ი 35 ჰექტარზე განთავსდება. პროექტი 450 საცხოვრებელ ვილას, საცხოვრებელ კორპუსებს, სამედიცინო ცენტრს, 4 ვარსკვლავიან სასტუმროს, გამაჯანსაღებელ კურორტს და დასასვენებელ პარკს, მინი გოლფ მოედანს, სპორტულ ინფრასტრუქტურას, აუზს, საბავშვო ზონას, სავაჭრო ცენტრებს, კაფეებს, რესტორნებს და თემატურ პარკს მოიცავს, რომელიც პატარა ტბებისგან, ქვაფენილით მოპირკეთებული ქუჩებისგან და ხილის ბაღებისგან შედგება.აქვე განთავსდება საქორწილო დარბაზი.

http://thouse.ge/new

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„არ სცდილობდა ვინმეს დახმარება მიეღო- სიღრმეში მიდიოდა“

სოფელ ნამოხვანთან, რიონში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, – ამის შესახებ „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. „პუბლიკასთან” ...