ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / საგარეჯოში არაბეთის მოქალაქემ, მოჰმოუდ სამი ბადავი მოჰამედმა 10 ჰექტარი მიწა იყიდა

საგარეჯოში არაბეთის მოქალაქემ, მოჰმოუდ სამი ბადავი მოჰამედმა 10 ჰექტარი მიწა იყიდა

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ საგარეჯოში  არაბეთის მოქალაქემ, მოჰმოუდ სამი ბადავი მოჰამედმა 10 ჰექტარი მიწა იყიდა:+

“საგარეჯოში არაბეთის მოქალაქემ 10 ჰექტარი მიწა იყიდა”

– მაქვს ამონაწერი რეესტრიდან, რომელიც ამ ინფორმაციას ადასტურებს. ეს 10 ჰექტარი მიწა მან დაყო ნაწილ-ნაწილ. იქ მთელი ქალაქი კეთდება. არაბეთის მოქალაქეებზე უნდა გასხვისდეს ეს მიწები და უნდა ააშენონ იქ სახლები. საგანგაშოა ეს ყველაფერი და ამაზე არავინ ფიქრობს.

ამ დასახლებაში  უამრავი ადამიანი ჩამოვა არაბეთიდან. ეს არის ჩვენი ერის კატასტროფა. მთლიანად შეიცვლება დემოგრაფიული მდგომარეობა.

– ხომ იყო საუბარი ახალ კანონზე, რომ დიდი რაოდენობით მიწები არ გასხვისებულიყო უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე?

– ფაქტია, რომ უზარმაზარი მოცულობის მიწა გაიყიდა. ქვეყანა იცლება ქართველებისგან. მარტო ბოლო დღეებში 70 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა გერმანიაში სამუშაოდ წასასვლელად. ახლა საფრანგეთთანაც კეთდება ანალოგიური ხელშეკრულება და იქაც შეძლებენ ქართველები ლეგალურად დასაქმებას.

– ამაში რა არის ცუდი, თუ ლეგალურად დასაქმდებიან?

– თავისთავად ცუდი არ არის, ადამიანები ლეგალურად რომ დასაქმდებიან, მაგრამ, ლეგალურად რომ წავლენ, ჩათვალეთ, რომ 80% არ დაბრუნდება. ნელ-ნელა ასე იცლება ქვეყანა, სამაგიეროდ, ივსება არაბებით. უსისხლოდ, უბრძოლველად ჩვენი ქვეყანა ხდება არაქართული.

– შესაძლოა, ბევრს არ მოეწონოს თქვენი განცხადებები და ჰომოფობიურად შეაფასოს.

– შეიძლება, ვიღაცამ ჰომოფობად შემრაცხოს, მაგრამ ყველა ქვეყანა ცდილობს, თავისი ეთნოსი იყოს ქვეყანაში. საქართველო ქართველების ქვეყანაა და როგორ უნდა იყოს ქართველების გარეშე? თუ საქართველოში ქართველი აღარ დარჩება, რა აზრი აქვს ამ ქვეყნის არსებობას?!  საგარეჯოში 10 ჰექტარი მიწა რომ იყიდა უცხოელმა. ამ მიწაზე 100-200 ოჯახი ჩამოვა არაბების. სულ მოკლე დროში კახეთი იქნება მთლიანად არაბული.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

Квар­тиры у моря в Ба­ту­ми

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“მოსკოველი მაყურებელი უნდა ვასიამოვნოთ”

“ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ შევძლებთ მოსკოველ მაყურებელს ვაჩვენოთ ჩვენი სპექტაკლი – ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი. არაჩვეულებრივი ...