ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / საგანმანათლებლო პროგრამების სია ცნობილია, რომელიც 2019-2020 სასწავლო წელს განათლების სამინისტრომ დააფინანსა

საგანმანათლებლო პროგრამების სია ცნობილია, რომელიც 2019-2020 სასწავლო წელს განათლების სამინისტრომ დააფინანსა

 

2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების სია ცნობილია.

პროგრამების სიის ნახვა საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა და ამ ბმულზეა შესაძლებელი.

უფასო სპეციალობებია: ქართული ფილოლოგია, აფხაზური ფილოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ფილოსოფია, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ეკონომიკა, მშენებლობა, ენერგეტიკა, არქიტექტურა, აგრონომია, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, მეცხოველეობა, სამთო და გეოინჟინერია, საინჟინრო გეოდეზია, გეოინფორმატიკა, ბიოსამედიცინო ინჟინერია, მეტალურგია, მევენახეობა და ენოლოგია, მასალათმცოდნეობა, სატრანსპორტო ლოჯისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა და სხვა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, დეტალური ინფორმაციისათვის მსურველებმა უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უნდა მიმართონ:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.tsu.ge

სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი www.gtu.ge

სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი www.iliauni.edu.ge

სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.atsu.edu.ge

სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.bsu.edu.ge

სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.sou.edu.ge

სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.tesau.edu.ge

სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.sjuni.edu.ge

სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი www.gu.edu.ge

სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი www.zssu.ge

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„როგორ და რატომ წაართვა ხაზარაძემ ელიტ- ელექტრონიქსი ქოქოლაძეს“?

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს: „ვუსმინე მამუკა ხაზარაძეს მთავარ არხზე და ერთ დასკვნამდე მივედი. ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com