ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / საგანგაშო მონაცემები: „სკოლის მოსწავლეების 10%-ზე მეტს შეხება აქვს ნარკოტიკებთან“

საგანგაშო მონაცემები: „სკოლის მოსწავლეების 10%-ზე მეტს შეხება აქვს ნარკოტიკებთან“

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

 

მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ახალი ფსიქო-აქტიური ნივთიერებების გამოყენება რჩება. საქართველო, ამ მხრივ, ერთ-ერთი მოწინავეა და მსოფლიოს არაფრით ჩამორჩება. მსოფლიოში ფსიქიკური დაავადებების მაჩვენებელი იზრდება, საქართველო კი ამ მაჩვენებლებს ფეხდაფეხ მიჰყვება. როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, ბოლო კვლევებით, რომელიც საქართველოში ჩატარდა, საკმაოდ საგანგაშო მონაცემები მივიღეთ.

„საკმაოდ საგანგაშო მონაცემი იყო, რომ სკოლის მოსწავლეების 10%-ზე მეტს შეხება ჰქონდა ნარკოტიკებთან. დღემდე, მსოფლიოში, გამოწვევად რჩება ახალი ფსიქო-აქტიური ნივთიერებები. განსაკუთრებით აქტუალურია ამფეტამინებით გამოწვეული ფსიქოზები. ამ ნივთიერების ერთჯერადად მიღებამაც კი, შეიძლება, არა მხოლოდ ნარკოგენული ფსიქოზის პროვოცირება მოახდინოს, არამედ, გამოიწვიოს რაიმე დაავადების მანიფესტირება. ახალგაზრდა ორგნიზმი, რომელიც არ არის მზად და გააჩნია დაბალი ტოლერანტულობა ნარკოტიკული საშუალების მიმართ, ერთჯერადი მიღებაც კი კატასტროფული საფრთხის შემცველია. მით უმეტეს, როდესაც ეს ხდება გაუცნობიერებლად და არც ვიცით, რა ტიპის ნარკოტიკთან გვაქვს საქმე,“ – აღნიშნა ლაშა კილაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე ინფორმაციით, ყოველ წელს, შავ ბაზარზე 100-120-მდე ახალი ფსიქო-აქტიურ ნივთიერება ჩნდება. შარშან ეს აქტივობა შედარებით შემცირებული იყო დაახლოებით 70 ტიპის ახალი მოლეკულა გამოჩნდა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მგონი ყველა გავგიჟდებით, ვინც ცოცხლები დავრჩებით-დახმარებების გაცემაც მთავრდება, 20 წლის ნალოლიავები ფონდიც გაკოტრდა..“

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში დავით კინწურაშვილი–საქველმოქმედო ფონდი “მომავლის გზა”დამფუძნებელი „მგონი ყველა გავგიჟდებით ვინც ცოცხლები დავრჩებით😢😢😢ერთი დღე ...