ახალი ამბები
Home / ანალიზი / საგანგაშო დასკვნა: მარიხუანას შეუძლია დნმ-ის დაზიანება,დაზიანებული დნმ სერიოზული დაავადებების მიზეზი შეიძლება გახდეს, დაზიანებული დნმ შესაძლებელია, გადაეცეს შვილებს და მომავალ რამდენიმე თაობას

საგანგაშო დასკვნა: მარიხუანას შეუძლია დნმ-ის დაზიანება,დაზიანებული დნმ სერიოზული დაავადებების მიზეზი შეიძლება გახდეს, დაზიანებული დნმ შესაძლებელია, გადაეცეს შვილებს და მომავალ რამდენიმე თაობას

შთამომავლობის ახალმა გამოკვლევებმა აჩვენეს, მარიხუანას შეუძლია დნმ-ის დაზიანება,დაზიანებული დნმ სერიოზული დაავადებების მიზეზი შეიძლება გახდეს.
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ცდით დაადასტურეს ,რომ ტეტრაჰიდროკანაბინოლს შეუძლია ქრომოტრიპსის პროვოცირება,ხდება ქრომოსომთა გადანაცვლება ,დნმ-ის შეცვლა და მუტაცია,რაც კიბოს და სხვა დაავადებების პროვოცირებას იწვევს.
ასოცირებული პროფესორი სტიუარტ რიისი და პროფესორი გერი ჰალსი კვლევების შედეგად მივიდნენ დასკვნამდე,რომ
დაზიანებული დნმ შესაძლებელია, გადაეცეს შვილებს და მომავალ რამდენიმე თაობას .
ვისაც კვლევა გაინტერესებთ აქ

ელა ლეჟავა, ნარკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი: – “ჩვენი შეხედულება მარიხუანაზე საერთოდ არ შეესაბამება მის ე.წ. ნარკოტიკულ წონას. მას ბევრად მავნე შედეგი მოაქვს, ვიდრე წარმოგვიდგენია. მიუხედავად ათეულობით ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციისა და ზოგიერთი ექიმის მოსაზრებისა, ტეტრაჰიდროკანაბინოლი (ნივთიერება, რომელიც მარიხუანის ნარკოტიკულობას განაპირობებს. – ავტ.) დღემდე რჩება გაეროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონვენციებით მიღებული ნარკოტიკული ნივთიერების ნუსხაში. ხშირად მომისმენია, – მარიხუანა მსუბუქი ნარკოტიკიაო. ჩვენში ასეთი შეხედულება განპირობებულია იმით, რომ ჩვენებური მარიხუანა ზემოხსენებულ ნივთიერებას მცირე რაოდენობით შეიცავს. სწორედ ამ მიზეზით მომხმარებლის 40% უფრო მძიმე ნარკოტიკზე გადადის!”

მოზარდებისთვის განსაკუთრებით საშიშია ანაშა, რომლის მოხმარებაც სკოლის ასაკიდან იწყება, რაც მოზარდებში ნერვული სისტემის პათოლოგიებს იწვევს. სწორედ ამის გამო მთელმა მსოფლიომ ომი გამოუცხადა ე.წ. სპაისებს, რომლის შემადგენლობაში გვხდება ხელოვნურად შექმნილი ტეტრაჰიდროკანაბინოლის ანალოგები.

20 ნოემბერს კალიფორნიაში მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხზე სახალხო რეფერენდუმი ჩატარდა. ფინანსისტმა ჯორჯ სოროსმა, რომლის მიზანიც მსოფლიოში ნარკოტიკების ლეგალიზაციაა, რეფერენდუმი 1 მილიონი დოლარით დააფინანსა. რეფერენდუმამდე კალიფორნიის გუბერნატორს სამმა პრეზიდენტმა მიმართა და მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ კიდევ ერთხელ შეახსენა. საინტერესოა, რომ კალიფორნიის მოსახლეობამ მარიხუანის დეკრიმინალიზაციას მხარი არ დაუჭირა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მიმართვა ევროკავშირს- „მოგიწოდებთ ევროპის და შესაბამისად საქართველოს გადარჩენის მიზნით, აქტიურად ჩაერთოთ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“-ვაჟა კაკაბაძე

მიმართვა ევროკავშირს „ბიზანტიის იმპერიის დაშლამ, რადიკალურად შეამცირა დასავლეთ სახელმწიფოების გავლენა აღმოსავლეთ სახელმწიფოებზე, იგივე და, შესაძლოა, ...