ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „საგადასახადო ჯარიმები დრაკონულია და უნდა შეიცვალოს“- ივანე მაჭავარიანი

„საგადასახადო ჯარიმები დრაკონულია და უნდა შეიცვალოს“- ივანე მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარდგენილი ივანე მაჭავარიანის აცხადებს, რომ საგადასახადო დარღვევებთან დაკავშირებით არსებული ჯარიმები და სასჯელი არის დისპროპორციული, დრაკონული და უნდა შეიცვალოს.

„ჩვენი საგადასახდო სისტემა არის ლმობიერი, კარგი, მაგრამ ჯარიმების კუთხით არის დისპროპორციული. დარღვევის პროპორციული სასჯელი არ არის – სასჯელი არის ბევრად დრაკონული. ამას გაუმჯობესება სჭირდება. არ მოხდება საგარეო ვალის და მიმდინარე ხარჯების ზრდა. ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის დინამიკა არის პოზიტიური და ამასთან დაკავშირებით სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნებს ვეყრდნობი“, – განაცხადა მაჭავარიანმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com