ახალი ამბები
Home / Uncategorized / საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი ქალი ქართველმა მამაკაცმა მოკლა

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი ქალი ქართველმა მამაკაცმა მოკლა

სალონიკში 56 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი თავისივე ბინაში მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ქალი მისმა პარტნიორმა, ასევე ქართველმა, 56 წლის კაცმა მოკლა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა.

მოკლულს სხეულზე მუშტებით მიყენებული სისხლჩაქცევები და ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

შემთხვევამდე მეზობლებს ბინიდან ჩხუბისა და ცემის ხმა ესმოდათ, რომლის დროსაც ქალი კაცს სთხოვდა არ მოეკლა. მეზობლების თქმით, ეს მათ შორის ჩხუბის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. კაცს ალკოჰოლთან ჰქონდა პრობლემები, რის გამოც წყვილი ხშირად ჩხუბობდა.

როგორც ირკვევა, ქალი საბერძნეთში 12 წელი ცხოვრობდა და დამლაგებლად მუშაობდა.

პოლიციამ დამნაშავე ცხელ კცალზე დააკავა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სუსიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ფაილებში- სასულიერო პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება- ჩანაწერში ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე ამბობს, რომ მან „ბავშვს აკოცა“

“[02.06.20, 18:16:09] კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპილიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ აცნობა, რომ პეტრე ცაავამ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესთან საუბარში გაიხსენა ...