ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „სააკაშვილის გეგმის რეალიზაცია უნდა მოეხდინა, როდესაც სისხლი აუცილებლად უნდა დაიღვაროს, ეს არის მათი მთავარი ამოცანა“

„სააკაშვილის გეგმის რეალიზაცია უნდა მოეხდინა, როდესაც სისხლი აუცილებლად უნდა დაიღვაროს, ეს არის მათი მთავარი ამოცანა“

„ყველა ელოდებოდა, რომ პოლიცია შევიდოდა ფიზიკურ დაპირისპირებაში კონკრეტულ ადამიანებთან და დაკავების პროცესში ისინიც დაუპირისპირდებოდნენ პოლიციას და იგეგმებოდა ის, რაც პოლიციამ ჩაუშალა.

პრაქტიკულად წყლის ჭავლი არის საშუალება, როდესაც ადამიანს დისკომფორტი უნდა შეუქმნას და გასცილდეს იმ ადგილს, სადაც ის აპროტესტებს და კანონის დარღვევის აშკარა ფაქტები არსებობს, თორე სადისტური მეთოდი თქვენ ნახეთ როგორიც არის, გინდა 26 მაისს, გინდა 7 ნოემბერს.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ 100-200-300 კაცი პოლიციას უნდა დაეჭირა და შესულიყო ხელჩართულ ბრძოლაში, ანუ სააკშვილის გეგმის რეალიზაცია უნდა მოეხდინა, როდესაც სისხლი აუცილებლად უნდა დაიღვაროს, ეს არის მათი მთავარი ამოცანა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

  8 ნოემბერს გაიმართა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია პარლამენტთან, სადაც თავიანთი მოთხოვნები გააჟღერეს. მათ შორის არის: 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება. მოგვიანებით მათ ცესკოსთან გადაინაცვლეს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი გახარია:„ ივანიშვილს მოსწონს ეს რეალობა და რას ნიშნავს ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ?-თუ როგორ აფასებს რეალობას, რომელიც საქართველოში დღეს ხდება?“

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს„ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო. მან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა და ...