ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „სააკაშვილს და რადიკალური ოპოზიციას არეულობის და ქაოსის შემოტანა სურს, ჩვენ ამას არ დავუშებთ“

„სააკაშვილს და რადიკალური ოპოზიციას არეულობის და ქაოსის შემოტანა სურს, ჩვენ ამას არ დავუშებთ“

ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და კანონის უზენაესობა.

მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის მეთაური, რა თქმა უნდა, არ დავუშვებ არავითარ ქაოსს და სამოქალაქო დაპირისპირებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქის უფლებას. „ჩვენ ჩვენს არც ერთ მოქალაქეს არ განვასხვავებთ რაიმე ნიშნით.

ჩვენ ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი რამდენიმე წლის წინ. ამავდროულად, ალბათ გახსოვთ, ჩემივე ინიციატივით, 6 წლის წინ გამოვედით ინიციატივით და ვთქვით, რომ საჭირო იყო კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა და ჩაწერა, რაც ჩვენმა გუნდმა, “ქართულმა ოცნებამ” განახორციელა მოგვიანებით. ამით ეს საკითხი დარეგულირდა. ჩვენ გვაქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, როგორც ერთ-ერთი უძველესი ერი, სადაც თანაცხოვრების არაერთი მაგალითი გვაქვს და ჩვენში, ჩვენს ერში არასოდეს არც ერთ წარმომადგენელს, იქნება ეს რელიგიური, თუ სხვა ნიშნით გამორჩეული ადამიანი, არ ჰქონია პრობლემა. შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ დღესაც, იმ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ და გამოხატავენ საკუთარ პოზიციას და სურთ რაღაც გარკვეული მარშების ჩატარება, ეს მათი უფლებაა, ბუნებრივია.

ჩვენ ამას ვიღებთ, როგორც მოცემულობას და გვესმის მათი ეს სურვილები, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა. ამისთვის, მოგეხსენებათ, სახელმწიფომ ყველაფერი უზრუნველყო, გააკეთა ყველაფერი, მათ რამდენიმე დღის წინ აბსოლუტურად უსაფრთხოდ ჩაატარეს გარკვეული ღონისძიება, გუშინაც და გუშინწინაც იყვნენ შეკრებილები ლისის ტბაზე, მაგრამ დღეს დაანონსებული მარში და მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად. თუ რატომ, ამას განვმარტავ – დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოგეხსენებათ, მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე, ეს ერთი. მეორე – შინაგან საქმეთა სამინისტრო არის მუდმივ კონტაქტზე ე.წ. „პრაიდის“ ორგანიზატორებთან, ამ მარშის ორგანიზატორებთან. მათ განემარტათ, რომ მათ მიერ დაანონსებული აქცია შეიცავს გარკვეულ საფრთხეს და შესაბამისად, მათ მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა. მინდა, მივმართო მათ, გაითვალისწინონ ჩვენი მოწოდება, კერძოდ, პოლიციის მიერ რისკების შეფასება და ზოგადად საფრთხეების შეფასება უნდა იქნას მხედველობაში მიღებული და ალტერნატივად აირჩიონ სხვა ლოკაცია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს უმცირესობის წარმომადგენლების დისკრიმინაციას.

„მე ეს, ჩემს გამოსვლაში, პარლამენტშიც განვმარტე. როდესაც ზედმეტად ხდება აპელირება და ხაზგასმა მათ განსხვავებულობაზე, მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის ამ ადამიანების დისკრიმინაცია. ჩვენს მოსახლეობას, არავისთან, რა თქმა უნდა, არ აქვს არავითარი პრობლემა, არც ამ ადამიანებთან. ყოველდღე, ეს ადამიანები, უმცირესობის წარმომადგენლები, მუშაობენ და ცხოვრობენ აბსოლუტურად ნორმალურ ვითარებაში და რეჟიმში. მათ არავითარი საფრთხე არ ექმნებათ ჩვენს ქვეყანაში. არც ერთი ფაქტი არ არსებობს აღნიშნული დისკრიმინაციის და ზოგადად, მე მინდა ვთქვა, რომ თუ ცალკეული შემთხვევა დაფიქსირებულა ოდესმე, ამის განზოგადება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.მთავრობის მეთაურმა ასევე მიმართა საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი, ყოველგვარი ძალადობის გარეშე და კანონის ფარგლებში. „ამ აქციის მოწინააღმდეგეების მრავალრიცხოვანი აქცია არის დღეს დაგეგმილი. მე მინდა, მათ მივმართო თხოვნით, რომ ესეც, რა თქმა უნდა, არის მათი კონსტიტუციური უფლება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა ჩატარდეს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. ეს გამოხატვის, პროტესტის ფორმაც უნდა იყოს მშვიდობიანი და არ უნდა შეიცავდეს ძალადობის რაიმე ნიშნებს.

ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და კანონის უზენაესობა. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის მეთაური, რა თქმა უნდა, არ დავუშვებ არავითარ ქაოსს და სამოქალაქო დაპირისპირებას. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ რისკები და დღევანდელი დღე ვმართოთ, ჩავატაროთ ძალიან მშვიდად. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ეს საქართველოა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციები, ჩვენი წესები და ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს წესებს და ტრადიციებს, რა თქმა უნდა, ჩვენი კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში.

მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები, კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია, სააკაშვილის მეთაურობით. ისინი არიან ჩართულები, აბსოლუტურად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, რომ ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და ამ აქციებს და, რა თქმა უნდა, სწორედ მათი მიზანი არის, დღეს ჩვენს ქვეყანაში სამოქალარადიკალური ოპოზიცია, სააკაშვილის მეთაურობით. ისინი არიან ჩართულებიქო არეულობის და ქაოსის შემოტანა, რაც, რა თქმა უნდა, არ განხორციელდება და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მინდოდა, რომ ეს მოსახლეობისთვის მეთქვა და განმემარტა. რა თქმა უნდა, როგორც ჩვენს ხალხს და ჩვენს მოსახლეობას სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ქალს თავი აქვს გაჩეხილი და გაძარცვულია- შანე ბრუკის ცხედარს ძალადობის კვალი აშკარად ეტყობა“

31 წლის ავსტრალიელი ქალის ცხედარს, რომელიც მთაწმინდის ფერდობზე ცოტა ხნის წინ იპოვეს, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ...