ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „სააკაშვილმა პირდაპირ გაატარა რუსული ინტერესი, როდესაც 2006 წელს შემოხაზა „სამხრეთ ოსეთის“ საზღვრები“

„სააკაშვილმა პირდაპირ გაატარა რუსული ინტერესი, როდესაც 2006 წელს შემოხაზა „სამხრეთ ოსეთის“ საზღვრები“

გარეჯის საკითხში „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალეულობა მხოლოდ ვარაუდია, თუმცა არსებობს სხვა ფაქტები, სადაც მათი „დანაშაულებრივი ქმედებები უტყუარად მტკიცდება“.

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ძალიან მძიმე რამ კეთდება. ამ შემთხვევაში ეს ჯერ ვარაუდია, მაგრამ არის სხვა ფაქტები, სადაც უტყუარად დამტკიცებულია „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი ქმედებები, ერთ-ერთი ასეთი უმძიმესი ფაქტია ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრების აღდგენა და ეს არის სწორედ ის საზღვრები, რომლითაც ხელმძღვანელობს ოკუპანტი ქვეყანა ბორდერიზაციის პროცესში. ეს საზღვრები „ნაცინალურმა მოძრაობამ“ 2006 წელს აღადგინა.

სააკაშვილმა პირდაპირ გაატარა რუსული ინტერესი, როდესაც 2006 წელს შემოხაზა „სამხრეთ ოსეთის“ საზღვრები და ეს საფუძვლად დაედო დღევანდელ „ბორდერიზაციას“. ეს უტყუარი დანაშაულია, რასაც დამატებითი გამოძიებაც არ სჭირდება, აქედან გამომდინარე, დავით გარეჯთან არსებულ ეჭვებს აქვს მყარე საფუძველი, იქ ტარდებოდა რუსული ინტერესები, სხვაგანაც ტარდებოდა რუსული ინტერესები. ჩვენ შეგნებულად სიღრმეში არ შევდივართ და გვაქვს ის ინფორმაცია, რაც საჯაროდ იყო გაცხადებული. გარდა ამისა, ჩვენი ინფორმაციის მთავარი წყაროა მიხეილ სააკაშვილი და ის ისტერიკა, რაც მოვისმინეთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან“-განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს უკანასკნელი მსხვერპლი~-ნიკო კვარაცხელიას დედა

,მიპატიებია ყველასთვის, ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს ...