ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „სააკაშვილი-მერაბიშვილი-კოდუა, შემიძლია გავაგრძელო ამ სიის ჩამოთვლა, ყველა ეს ხალხი დგას ამ ბინძური საქმის უკან!“-გიორგი ლომაია ფარულ ჩანაწერებზე (ვიდეო)

„სააკაშვილი-მერაბიშვილი-კოდუა, შემიძლია გავაგრძელო ამ სიის ჩამოთვლა, ყველა ეს ხალხი დგას ამ ბინძური საქმის უკან!“-გიორგი ლომაია ფარულ ჩანაწერებზე (ვიდეო)

გიორგი ლომია, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"

"მე ისევ ამ ფარულ ჩანაწერებს მინდა დავუბრუნდე. მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის ასეთი ჩანაწერის უკან დგას პოლიტიკოსი, ანუ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა. დღეს სამართალდამცავებმა დააკავეს გამვრცელებლები, მაგრამ მე მოვუწოდებ სამართალდამცავებს, რომ ბოლომდე გამოიძიონ ეს საქმე და ის პოლიტიკოსები გამოავლინონ, რომლებიც დგანან ამის უკან! დღეს დგანან და იდგნენ მაშინ, როდესაც ამ კადრებს იღებდნენ.- მე გუშინ ბიუროზეც გითხარით, რომ სააკაშვილი-მერაბიშვილი-კოდუა, შემიძლია გავაგრძელო ამ სიის ჩამოთვლა, ყველა ეს ხალხი დგას ამ ბინძური საქმის უკან! რატომ არის სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე პ ი ჯ ა კ ე ბ თ ა ნ დაკავშირებით და არ არის აღძრული საქმე ამ ს ი ბ ი ნ ძ უ რ ე ს თ ა ნ დაკავშირებით?!- რაც შეეხება ციხის კამერებს, თქვენ იცით, რომ 2012 წელს ციხეში ყველა ჩანაწერი გაქრა. დღეს "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ერთდროულად რომ ითხოვენ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმე იყოს გამოძიებული. ამოწიეთ ნაცმოძრაობის რეჟიმის დროინდელი კადრები, მანდ არა მხოლოდ პატიმრის საკნიდან გაყვანაზეა საუბარი, მანდ საკანში როგორ კლავდნენ, საკნიდან როგორ გაყავდათ, როგორ ხვრეტდნენ ქუჩაში, როგორ აწამებდნენ – სად გაქრა ეს კადრები? რატომ არ არის გ ა მ ო ძ ი ე ბ უ ლ ი ეს საქმე?! – რაც შეეხება ეკლესიის პოზიციას უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება პოლიტიკოსმა აკეთოს განცხადება მანამდე, სანამ ეკლესია დააფიქსირებს თავის პოზიციას?! საერთოდ მეტიჩრობად მიმაჩნია და მეორე: რელიგია და პოლიტიკა ერთმანეთში რომ არ უნდა ჯდებოდეს, ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. რელიგიის, ეკლესიის პოლიტიზირება ვის უნდა აწყობდეს?! მხოლოდ იმას, ვისაც ნამდვილად ღმერთის არ სწამს. წ ა რ მ ა რ თ უ ლ დროში ვბრუნდებით მეგობრებო! ხვალ თქვენ გამოაცხადებთ, რომ რუსებს თავიანთი ღმერთი ჰყავთ, ქართველებს თავიანთი ღმერთი ჰყავთ, უკრაინელებს თავიანთი ღმერთი ჰყავთ და ისევ წარმართები ვიქნებით! არ შეიძლება რელიგიის პ ო ლ ი ტ ი ზ ი რ ე ბ ა! მიეცით საშუალება ხალხს, რომ ღმერთის სწამდეთ, დადიოდნენ ეკლესიაში და ლოცულობდნენ და არ კითხულობდეს მღვდელი, რომელ პარტიას წარმოადგენს! და იცოდეს, როდესაც ეკლესიაში შედის, ის ღმერთს მიმართავს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას სთხოვს შუამდგომლობას ღმერთთან!" – გიორგი ლომია, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე

Posted by დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი on სამშაბათი, 05 თებერვალი, 2019

 

 

გუშინდელ სხდომაზე   „პატრიოტთა ალიანსი”  წევრმა დეპუტატმა  გიორგი ლომიამ ფარული ჩანაწერების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ  ეს იყო  პოლიტიკური შეკვეთა:

 “მე ისევ ამ ფარულ ჩანაწერებს მინდა დავუბრუნდე. მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის ასეთი ჩანაწერის უკან დგას პოლიტიკოსი, ანუ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა. დღეს სამართალდამცავებმა დააკავეს გამავრცელებლები, მაგრამ მეოვუწოდებ სამართალდამცავებს, რომ ბოლომდე გამოიძიონ ეს საქმე და ის პოლიტიკოსები გამოავლინონ, რომლებიც დგანან ამის უკან! დღეს დგანან და იდგნენ მაშინ, როდესაც ამ კადრებს იღებდნენ.
მე გუშინ ბიუროზეც გითხარით, რომ სააკაშვილი-მერაბიშვილი-კოდუა, შემიძლია გავაგრძელო ამ სიის ჩამოთვლა, ყველა ეს ხალხი დგას ამ ბინძური საქმის უკან! რატომ არის სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე პ ი ჯ ა კ ე ბ თ ა ნ დაკავშირებით და არ არის აღძრული საქმე ამ 
ს ი ბ ი ნ ძ უ რ ე ს თ ა ნ დაკავშირებით?!
რაც შეეხება ციხის კამერებს, თქვენ იცით, რომ 2012 წელს ციხეში ყველა ჩანაწერი გაქრა. დღეს “ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ერთდროულად რომ ითხოვენ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმე იყოს გამოძიებული. ამოწიეთ ნაცმოძრაობის რეჟიმის დროინდელი კადრები, მანდ არა მხოლოდ პატიმრის საკნიდან გაყვანაზეა საუბარი, მანდ საკანში როგორ კლავდნენ, საკნიდან როგორ გაყავდათ, როგორ ხვრეტდნენ ქუჩაში, როგორ აწამებდნენ – სად გაქრა ეს კადრები? რატომ არ არის გ ა მ ო ძ ი ე ბ უ ლ ი ეს საქმე?! ” –  განაცხადა
გიორგი ლომიამ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ლარის კურსი არის მართული ეროვნული ბანკის მიერ და ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევს“-რომან გიცირიძე

 რომან გოცირიძე საბანკო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და ლარის კურსზე კომენტარს აკეტებს: „საოცარი ამბები ხდება საბანკო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com