ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / (ვიდეო)„სააკაშვილის ავანტიურა-11 წელი უკრძალავდნენ უბრალოდ სიმართლის თქმას“-სკანდალური ფილმი აგვისტოს ომზე

(ვიდეო)„სააკაშვილის ავანტიურა-11 წელი უკრძალავდნენ უბრალოდ სიმართლის თქმას“-სკანდალური ფილმი აგვისტოს ომზე

ტვ “იმედზე”  სკანდალური  ფილმი გავიდა,რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია-ასევე  კრიტიკულად შეხვდა ოპოზიციაც.ტელე იმედზე გასულ ფილმზე მასალა mediachecker​-მა გამოაქვეყნა. “ ფილმი, რომელიც რუსეთის პროპაგანდისტული მედიის გზავნილებს ერთი -ერთში იმეორებს” – ასე აფასებს მედია ჩეკერი ფილმს, რომელსაც მწვავე კრიტიკა უვე მოჰყვა.

ტვ “იმედის “გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა ამბობს, რომ    ამ ფილმის ავტორი  მერაბ მამარდაშვილია, პროდიუსერი  კი თავადაა.

პროდიუსერი ვარ მე. ეს რეპორტაჟი დამზადდა ჩემს მიერ, ჩემი პროდუსინგის ქვეშ. ჩემი ხელმძღვანელობით. რაც შეეხება ფილმის ავტორებს, ფილმის ავტორი არის მერაბ მამარდაშვილი, რომელიც ბულინგით მოკლეს იმის გამო, რომ სიმართლეს აყენებდა ყველაფერზე მაღლა. ფილმის ავტორი არის ის ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი რომელიც გმირულად შეეწირა სააკაშვილის ავანტიურას. ამ ფილმის ავტორი არის დევნილები, რომლებიც არიან მსხვერპლი ამ ავანტიურის და ბოლოს, ამ ფილმის ავტორი არის ქართული საზოგადოება,  რომელმაც მშვენივრად იცის ყველაფერი და რომელსაც 11 წელი უკრძალავდნენ უბრალოდ სიმართლის თქმას. აღებული არის ის დოკუმენტები,  რომელსაც ხელს აწერდა,   მათ შორის სააკაშვილის ხელისუფლებაც. აღებული არის ევროსაბჭოს დასკვნები. ის ადამიანები არიან გამოყვანილი,  ვინც ლაპარაკობენ იმ პერიოდზე და არიან თვითმხილველები ამ ყველაფრის,“-განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.

ჩვენ, მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს!

ჩვენ, მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს!

Posted by TV Imedi on ორშაბათი, 12 აგვისტო, 2019

მარი მაისურაძე

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

    “რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს.  “საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com