ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / “სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს, ტაქ­სით მგზავ­რო­ბა ძა­ლი­ან ია­ფია, ამიტომ უნდა გავაძვიროთ“-კახა კალაძე

“სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს, ტაქ­სით მგზავ­რო­ბა ძა­ლი­ან ია­ფია, ამიტომ უნდა გავაძვიროთ“-კახა კალაძე

„ტაქ­სე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მაა. რე­ფორ­მის 1-ლი სტა­დი­ი­ის შე­დე­გად უკვე გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, და­ახ­ლო­ე­ბით, რამ­დე­ნი ტაქ­სი გა­და­ად­გილ­დე­ბა ქა­ლაქ­ში. ამ ეტაპ­ზე, 20 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნია, ვინც ტაქ­სის საქ­მი­ა­ნო­ბის ლი­ცენ­ზია მი­ი­ღო. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ეტაპს, აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა რომ ავ­ტო­მო­ბილს ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა ჰქონ­დეს გავ­ლი­ლი და იყოს თეთ­რი ფე­რის. თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტაქ­სის მძღო­ლე­ბი გარ­კვე­უ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბი­თაც შეძ­ლე­ბენ სარ­გებ­ლო­ბას.

 ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­და­ღებ­ვა­ზე ხარ­ჯი არ გას­წი­ონ, ამ მომ­სა­ხუ­რე­ბას სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფს. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­ნი იქ­ნე­ბი­ან სა­შე­მო­სავ­ლოს­გან, ასე­ვე ავ­ტო­მო­ბილ­ზე იქ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ად­გი­ლი გა­მო­ყო­ფი­ლი, რომ პი­რებ­მა რეკ­ლა­მა გა­ნა­თავ­სონ. ამ მხრივ ტაქ­სის მძღო­ლებს სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ებ­თან მე­რია და­ეხ­მა­რე­ბა, ხოლო რეკ­ლა­მე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა მათი სა­კუთ­რე­ბა იქ­ნე­ბა. სა­ჩუქ­რად გა­და­ე­ცე­მათ ტაქ­სის მა­ნა­თო­ბე­ლი ნი­შა­ნიც, ასე­ვე ვა­უ­ჩე­რი ავ­ტო­მო­ბი­ლის და­სუფ­თა­ვე­ბის­თვის. გარ­და ამი­სა, ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით, გა­მო­ყო­ფი­ლია მათ­თვის უფა­სო სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლე­ბი.“-აცხადებს კალაძე.

“სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს, ტაქ­სით მგზავ­რო­ბა ძა­ლი­ან ია­ფია”, – ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ ტაქ­სე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი ლაღიძე: „პანკისში პოლიციამ შეცდომა დაუშვა, მათ მოსახლეობა თავს დაესხა,ისინი კი თავს იცავდნენ- რაც მიუღებელია…პასუხი უნდა აგებინონ ყველა იმათ,ვინც პოლიციელებზე ხელი აღმართა,დააზიანა და დაწვა პოლიციის მანქანა “(video)

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე პანკისში განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com