ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „არც მდიდარი კაცი ყოფილა, ციკნის ხორცსაც არ ჭამდა და ღრეობაც ფრიად სძაგდა თურმე…“

„არც მდიდარი კაცი ყოფილა, ციკნის ხორცსაც არ ჭამდა და ღრეობაც ფრიად სძაგდა თურმე…“

 

გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: “მე ნოდარ ხადურს არ ვიცნობდი, ერთადერთხელ ვნახე სამხატვრო აკადემიაში პრეზენტაციაზე… მის შესახებ “საზოგადოებრივი აზრის” ტყვეობაში მეც ვიყავი და რა თქმა უნდა მკვეთრად უარყოფითი წარმოდგენისა გახლდით… დღეს აღმოჩნდა რომ 3 ოთახიან ბინაში უცხოვრია, არც მდიდარი კაცი ყოფილა, ციკნის ხორცსაც არ ჭამდა და ღრეობაც ფრიად სძაგდა თურმე… ჰოდა სხვების ნაცვლად მე შემრცხვა… როგორი დაუნდობელია ქართული საზოგადოება, შეუწყნარებელი, ამაღამ ამ თემაზე უამრავი მოღლიცინე, ბულინგის თანაავტორი თუ ცილისმწამებელი ლოგინში ჩაწვება და დაიძინებს, არ შეაწუხებს სინდისი 49 წლის კაცს მიწაში ამდენი ბოროტება, ტყუილი, ჭორი და ზიზღი რომ გაატანა! დავით აღმაშენებლის მემატიანე წერს რომ მეფეს უამრავი “მაბრალობელი” ჰყოლია, ჰოდა “მაბრალობლების” ერად ვიქეცით, ისეთ “მაბრალობლებისა” რომელთაც მგონია ჯოჯოხეთშიც კი არ ელოდებიან.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მტრებმა ვაჟა თოდუა და გია ტრაპაიძე სასტიკად აწამეს. ვაჟას თავისივე დანით ააცალეს ყურები, გამოჭრეს ყელი, ამოუღეს ენა და დაცხრილეს ტყვიებით“-„იოლი არ არის საუბარი შერიგებაზე, როცა იცი, როგორ აწამეს ჩვენი ბიჭები“

გაზეთ „ლანჩხუთი plus-ის“ რედაქტორი, ქეთევან ნაკაშიძე საზოგადოებას აფხაზეთში წამებით მოკლული ქართველი ბიჭების შესახებ უყვება „გამოგიტყდებით, ასე ძალიან არცერთი ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com