ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / რჩევები გრიპის ვირუსის დასაძლევად (ვიდეო)

რჩევები გრიპის ვირუსის დასაძლევად (ვიდეო)

რჩევები გრიპის ვირუსის დასაძლევად

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ პაციენტისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ვირუსით (H1N1 – H3N2) დაინფიცირდება – მთავარი პროფილაქტიკისა და მკურნალობის ზოგადი პრინციპების დაცვაა:თუ ბავშვს ტემპერატურა 38,5-ს ზემოთ აეწევა და ეს მდგომარეობა თუნდაც ერთი დღით გაგრძელდება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. იგივე ეხებათ ორსულებსაც.აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ 38,5 და მეტი ტემპერატურა სამი დღის განმავლობაში გრძელდება.დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ნახველში სისხლის ნაწილაკები გაჩნდება, თუნდაც მცირე რაოდენობით.დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ნახველში ჩირქს შენიშნავთ.სხვა შემთხვევებში პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ სახლში, მშვიდ გარემოში, ფიზიკური დატვირთვის გარეშე.მიიღეთ ბევრი სითხე და ჯანსაღი საკვებისაჭიროების შემთხვევაში მკურნალობაში ანტივირუსული პრეპარატების ჩართვის გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოსექიმის დანიშნულების გარეშე, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ანტიბიოტიკები, ისინი ვირუსის მკურნალობისას არაეფექტურია.ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიული გართულების შემთხვევაში ინიშნება.მნიშვნელოვანია ჰიგიენური წესების დაცვა:დაცემინებისა და ხველების დროს, ხელის ნაცვლად ავიფაროთ ხელსახოცი.ხშირად დავიბანოთ ხელები.

Posted by STV LIVE სამეგრელო on ორშაბათი, 07 იანვარი, 2019

 

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ პაციენტისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ვირუსით (H1N1 – H3N2) დაინფიცირდება – მთავარი პროფილაქტიკისა და მკურნალობის ზოგადი პრინციპების დაცვაა:

თუ ბავშვს ტემპერატურა 38,5-ს ზემოთ აეწევა და ეს მდგომარეობა თუნდაც ერთი დღით გაგრძელდება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. იგივე ეხებათ ორსულებსაც.

აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ 38,5 და მეტი ტემპერატურა სამი დღის განმავლობაში გრძელდება.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ნახველში სისხლის ნაწილაკები გაჩნდება, თუნდაც მცირე რაოდენობით.

დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ნახველში ჩირქს შენიშნავთ.

სხვა შემთხვევებში პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ სახლში, მშვიდ გარემოში, ფიზიკური დატვირთვის გარეშე.

მიიღეთ ბევრი სითხე და ჯანსაღი საკვები

საჭიროების შემთხვევაში მკურნალობაში ანტივირუსული პრეპარატების ჩართვის გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს

ექიმის დანიშნულების გარეშე, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ანტიბიოტიკები, ისინი ვირუსის მკურნალობისას არაეფექტურია.

ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიული გართულების შემთხვევაში ინიშნება.

მნიშვნელოვანია ჰიგიენური წესების დაცვა:დაცემინებისა და ხველების დროს, ხელის ნაცვლად ავიფაროთ ხელსახოცი.

ხშირად დავიბანოთ ხელები.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„საცხოვრებლად ზუგდიდში გადავალ, მაგრამ ჯერ სახლს ვერ ვიყიდი, რადგან ივანიშვილი წაგვართმევს“-სანდრა რულოვსი

 ყოფილი ლედი სანდრა რულოვსი ზუგდიდში იყრის კენჭს, ის ზუგდიდის მერის პოსტის დაკავებას აპირებს: „მე ზუგდიდში ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com