ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / რუსული სიმღერის შესრულების გამო სცემეს

რუსული სიმღერის შესრულების გამო სცემეს

8 იანვარს ზუგდიდში მდებარე სასტუმრო „ლეთომ“ საშობაო დღესასწაული გამართა. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისიდან ჩაიყვანეს მომღერალთა ჯგუფი. ამ საღამოს ბევრი ადამიანი დაესწრო, მათ შორის ადგილობრივი ე.წ. ბომონდიც.
თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო და საღამოც ლამაზი უნდა გამოსულიყო, მაგრამ ყველაფერი რუსული ესტრადისადმი არაჯანსაღმა ლტოლვამ გააფუჭა. რამდენიმე სიმღერის შემდეგ, ამ ე.წ. ბომონდის წარმომადგენლებმა მოითხოვეს რუსული რეპერტუარი. მომღერლებმა მხოლოდ ერთი რუსული სიმღერა შეასრულეს და აღნიშნეს, რომ რუსულ ენაზე მეტჯერ აღარ იმღერებდნენ.
ამან ე.წ. ბომონდი გააღიზიანა. მათ ატეხეს ჩხუბი. როგორც „თაიმერს“ თვითმხილველები უყვებიან, გალახეს სასტუმროს მეპატრონის სიძე, აგინებდნენ მიმტანებს და კატეგორიულად ითხოვდნენ რომ მომღერლებს რუსულად ემღერათ. თან ყვიროდნენ, რომ ეს ზუგდიდი იყო და როგორც მათ სურდათ ისე უნდა ყოფილიყო. ხელჩართული ჩხუბის დროს მომღერლებსაც მოხვდათ.

როგორც „თაიმერს“ თვითმხილველები უყვებიან, რუსულ სიმღერების მოთხოვნით ჩხუბში რამდენიმე ყოფილი სპეცრაზმელიც მონაწილეობდა. ჩხუბის მონაწილე ორი პიროვნება ალფენიძე და ბებია 1000-1000 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმით გაათავისუფლეს.

ყველაზე აღმაშფოთებელი ის არის, რომ ადამიანები  ე. წ. ქურდული სიმღერების შესრულებას ითხოვდნენ. მაგალითად, “კაკაია ოსენ ვ ლაგერიახ“, “ვლადიმირსკი ცენტრალ” და ა.შ.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ უკვე დაიწყო გამოძიება. უწყების  ცნობით გამოძიება დაწყებულია 239-ე მუხლის მესამე ნაწილით,რაც ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს. 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მანანა არჩვაძე ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს ქმრის ნახვის უფლებას არ აძლევს

მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ, ჩვენ­თვის მე­ტად ბუნ­დო­ვა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ით, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცოტ­ნეს სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­გორც მისი მე­უღ­ლის, ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com