ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / რუსულენოვანმა სააგენტოებმ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის აზერბაიჯანულების მიერ დაკავების შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელეს

რუსულენოვანმა სააგენტოებმ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის აზერბაიჯანულების მიერ დაკავების შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელეს

 

 

“გაეცანით და გაავრცელეთ ! ! !

დღეს მთელი დღეა სოციალურ ქსელებში ვრცელდება დეზინფორმაცია ს სამონასტრო კომპლექსის აზერბაიჯანულების მიერ დაკავების შესახებ. მე შეგნებულად არ გამოვაქვეყნე მამხილებელი სტატუსი და ვაცადე დეზინფორმაციას გავრცელება, რათა გამერკვია ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან.

ამ დროისთვის დაგროვილი ინფორმაციის ანალიზი გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ გარეშე და შიდა დესტრუქციული ძალების ერთობლივ ნამუშევართან გვაქვს საქმე.

1 – ინფორმაცია გაავრცელეს რუსულენოვანმა სააგენტოებმა.
2- პირველი სააგენტო რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა არის სომხური.
3 – აღნიშნული სააგენტო სპეციალიზირდება მთიანი ყარაბაღის საკითხებზე, მხარს უჭერს თვითაღიარებულ სომხურ რესპუბლიკა ,,არცახს” – რომელიც თავისმხრივ აღიარებს აფხაზეთს და მასთან აქვს ე.წ. ,,დიპლომატოური” ურთიერთობები.

რა არის მიზანი?
1 – ქართულ აზერბაიჯანული მოლაპარაკებების ჩაშლა.
2- პასუხი საქართველოს ხელოსუფლების მკაცრ ტონზე სომხეთის მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თემასთან გაკეთებულ მტრულ განცხადებებზე.
3 -რამოდენიმე თვის წინ ზურაბიშვილის მხრიდან სომხეთისთვის მიცემულ შენიშვნაზე, რომ სომხეთის მარიონეტული რეჟიმი ყარაბახიდან არ უნდა ეხმარებოს აფხაზეთს.
4 – მიეცეთ ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებების საშუალება ადგილზე მოქმედ დესტრუქციულ ძალებს!
5. დეზინფორმაციის გამავრცელებლები აკეთებენ გათვლას რომ ვითარებას გაამწვავებენ საზღვარზე. ვიღაცას ნერვები უმტყუვნებს და მოლაპარაკებები ჩაიშლება.

რა არის სიმართლე?არც სომხეთს, არც აზერბაიჯანს, არც რომელიმე ჩვენს მეზობელს ან არამეზობელს ცხადია არ აქვს მიზნად საქართველოს კეთილდღეობა და ზოგადად მეგობარი საერთაშორისო პოლიტიკაში არც არსებობს. არსებობენ პარტნიორები. საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებები აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რომლებიც არ სიამოვნებთ სხვა მეზობლებს და შიგნით დესტრუქციულ ძალებს!

დასკვნები, თქვენთვის მომინდია!”- დავით აღაპიშვილის ბლოგი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორაა“-მამუკა ხაზარაძე

  საქართველოს პროკურატურა ჩემთვის არის ძალიან არაკომპეტენტური, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა. შესაბამისად, იცით, რომ საქმე ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com