ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული შამგონის მკვიდრი, 38 წლის გელა როსტობაია გალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება

რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული შამგონის მკვიდრი, 38 წლის გელა როსტობაია გალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება

რუსი ოკუპანტების მიერ ე..წ. საზღვრის კვეთისთვის დაკავებული სოფელ შამგონის მკვიდრი, 38 წლის გელა როსტობაია გალის წინასწარი დაკავებისიზოლატორში იმყოფება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის მამამ იანურ როსტობაიმ განუცხადა.

იანურ როსტობაიას თავისი შვილის მიერ ე.წ. საზღვირის გადაკვეთის ვერსიას გამორიცხავს. მისი თქმით, ისინი მდინარესთან ახლოს ცხოვრობენ და სათევზაოდ არაერთხელ წასულან, თუმცა გაღმა ნაპირზე არასოდეს გადასულან.

„ჩვენ საზღვართან ახლოს ვცხოვრობთ და არ გვესწავლება აქაური სიტუაცია. არასოდეს გადასულა გაღმა ნაპირზე. აქეთ გადმოსვლა მათ არ გაუჭირდებოდათ და არც ის იქნება გასაკვირი – იარაღიანი კაცი რომ დაგადგება, შენი ფეხით გადახვალ იქით. წყლის დონე დაბალია. საზღრის კვეთას ედავებიან, ახლა ის ვიცი რომ გალშია, მაგრამ როდის გამოშვებენ, არ ვიცი. ასეთ შემთხვევაში ჯარიმით ან რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ უშვებენ. ახლა როგორ იქნება არ ვიცი“, – აღნიშნა იანურ როსტობაიამ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

აშშ-მ და საუდის არაბეთმა რუსეთთან “ნერვების ომი” წააგეს

ორ კვირაში თითქმის 10 მილიონი უმუშევარი ამერიკაში – ამ ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამას ემატება ფიქლის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com