რუსთავში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 არასრულწლოვანია, – ამის შესახებ ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
„21 ოქტომბერს რუსთავში, მე-19 მიკრორაიონისმე-14 კორპუსის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის დროს სავარაუდოდ . დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, მოხდა პერიმეტრის შემოსაზღვრა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
“ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტის ინფორმაციით, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. აფეთქების შედეგად, დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანია, დაშავებულები კლინიკა „რუსთავში” არიან გადაყვანილი, მათგან 8 წლის ბავშვს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.