ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „რუსთავი 2“ ჩემია“- ირაკლი ოქრუაშვილს „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სარჩელი შეაქვს

„რუსთავი 2“ ჩემია“- ირაკლი ოქრუაშვილს „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სარჩელი შეაქვს

 

 

 

„რუსთავი 2“ ჩემია“-საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილს სარჩელი შეაქვს.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, საჯარო რეესტრში სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშის სახელზე გადაფორმდა. რეესტრში მითითებულია, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60%-ის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, ხოლო 40% შპს პანორამაზეა გაფორმებული, რომელსაც, თავის მხრივ, ასევე ხალვაში ფლობს.

„გამარჯვებული საქართველს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 19 ივლისს 11 საათზე რუსთავი 2-ის საქმეზე  სარჩელით საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

„ახალი თაობის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, განხილვის საფუძველი დოკუმენტია, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის დადებულია ხელშეკრულება, რომელის 2010 წლის  4 თებერვლით თარიღდება.

„მხარეები ადასტურებენ, რომ გასული 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ქიბარ ხალვაშმა ირაკლი ოქრუაშვილისგან და მასთან აფილირებული პირებისგან 7.700.000 (შვიდი მილიონ შვიდასი ათასი) ამერიკული დოლარი მიიღო სესხის სახით. ზემოაღნიშნულის დასტურად, ქიბარ ხალვაში თანხმდება, რომ აღნიშნული თანხის 10%-იანი სარგებელთან ერთად სრულად დაუბრუნებს ირაკლი ოქრუაშვილს, ამ უკანასკნელის მოთხოვნის შესაბამისად, არაუგვიანეს 2015 წლის 1 იანვრისა“. – წერია დოკუმენტში.

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის შენება გაგრძელდეს- შენება არ უნდა შეჩერდეს არცერთი წამით“-გიორგი გახარია

„ველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის შენება გაგრძელდეს. შ.ენება არ უნდა შეჩერდეს არც ერთი ...