პარალმენტარ რომან გოცირიძე პოსტიდან :
„რაღაცას აპირებენო, გვიმალავენო. საბურავების დამალვას არ გულისხმობენ. რასაც აპირებენ, იმას გვიმალავენო.
დასამალი რა არის. აგერ ჩამონათვალი, რასაც ვაპირებთ. იქნება მხოლოდ სიმეტრიული ანუ სარკისებური პასუხი.
ვაპირებთ:
1. რუსთაველის პროსპექტზე 150 საკნის ჩადგმას და მის გადაკეტვას სამი თვით.
2. რუსთაველის აყროლებას და ნაგავსაყრელად გადაქცევას
3.ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში საკნის დადგმას და ოცდაოთხსაათიანი შოუს მოწყობას, რომლის წამყვანიც იქნება ნაციონალი მსახიობი, მეტსახელად ”ვერმიშელი”, სადაც ყოველი მეორე მოსული სტუმარი იქნება ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ.
4. თბილისში ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ქუჩის ღონისძიებების აკრძალვას, საახალწლი კონცერტის ჩათვლით, რადგან იგი არ ჯდება ჩვენს გემოვნებაში, სმენოვნებაში, ესთეტიკაში და ეთიკაში.
ჩვენ ვაპირებთ მხოლოდ იმას, რაც დააპირეს და გააკეთეს იმათ!
არ ვაპირებთ ცოცხის დადგმული ოპერაციისა და სხვა ბოროტი ქმედებების ჩადენას.
ის თუ იყო დემოკრატია, რატომ იქნება ეს დესტაბილიზაცია?!
ამას ნიცშეც კი ვერ დაამტკიცებს.
p.s. ჟანრი სატირულ-იუმორისტულია.
ეს მინაწერი იმიტომაა საჭირო, რომ აქედან ამოგლეჯილი სიტყვები არ გავიდეს ერთ-ერთ ტელეარხზე, როგორც დესტაბილიზაციის მტკიცებულება. მთავარი საინფორმაციო გადაცემის ანონსი რომ გავა ასეთი სათაურით: ”გამოცხადებული და აღიარებული დესტაბილიზაციის ქრონიკა”!
რა იცოდა ნიცშემ ტელევიზიის შესახებ?!“
საწყალი:)))