ახალი ამბები
Home / აქცია / რუსთაველზე კარვები გაშალეს-ზაზა სარალიძე:„მივმართავ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს,  სალომე ზურაბიშვილს, მოვიდეს აქ “…

რუსთაველზე კარვები გაშალეს-ზაზა სარალიძე:„მივმართავ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს,  სალომე ზურაბიშვილს, მოვიდეს აქ “…

„მივმართავ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც უნდა, რომ ქვეყნის მომავალი მთავარსარდალი გახდეს – მოვიდეს აქ და ჩვენთვის კონსტიტუციით მონიჭებული უფლების აღსრულებაში დაგვეხმაროს. ხომ უნდა პრეზიდენტობა? მოვიდეს აქ და ჩვენ, საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებს დაგვეხმაროს იმ კანონიერი მოთხოვნის შესრულებაში, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. მოვიდეს და პირადად დაგვეხმაროს კარვის გაშლაში”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერი აქცია “კარვებით ვიცავთ თავისუფლებას” მიმდინარეობს, რომელსაც ორგანიზებას არასამთავრობო ორგანიზაციები უწევენ.

რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას“ აქციის მონაწილეებმა სამი კარვის გაშლა მოახერხეს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სამტრედიაში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქებისას სახლში მყოფი 68 წლის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com