ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „რუსეთმა ფარისევლური განცხადებების ნაცვლად , უნდა მოახდინოს ჩვენი ორი რეგიონის აღიარების გაუქმება“-გიორგი ლაღიძე (video)

„რუსეთმა ფარისევლური განცხადებების ნაცვლად , უნდა მოახდინოს ჩვენი ორი რეგიონის აღიარების გაუქმება“-გიორგი ლაღიძე (video)

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე აცხადებს,რომ რუსეთთან  დიალოგი არ უნდა შედგეს  საქართველოს ტერიტორიების  დათმობის  და  წითელი ხაზების  გადაკვეთის ხარჯზე…

პუტინის გინებაც და  პუტინის დაცვაც, ძალიან სამარცხვინო საქციელია-აქართველოში არსებობს მე-5 კოლონა, რომლებიც ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან…

_____________

„რუსეთი ყველა ეკონომიკურ ბერკეტს იყენებს საქართველოზე ზეწოლისათვის, ამაში ძალიან გაწაფულია, ვერ გეტყვით,  რამდენად ახლოს ვიყავით უვიზო რეჟიმის  გაუქმებასთან, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ გაბუნიას იდიოტური გამონათქვამების გამო, დაიწყეს პუტინის დაცვა, ეს ძალიან სამარცხვინო საქციელია.

ერთის მხრივ,  ძალიან სამარცხვინოდ მოიქცა გაბუნია, ეს იყო კავკასიელი კაცისთვის შეუფერებელი საქციელი და არაერთიკური . თუმცა არანაკლებ ამაზრზენი იყო იმ ადამიანების ქცევა ვინც იდგა ტელევიზიასთან და პუტინს იცავდა…

ეს ჩემთვის ყოვლად მიუღებელია.. საწუხაროდ საქართველოში არსებობს მე-5 კოლონა.

-ვის  გულისხმობთ?

  • ეს გახლათ  ცნობილი მე- 5 კოლონა, 1920 წელს როცა  საქართველოს გაწითლება მოხდა, მაშინაც აღმოჩნდნენ მოღალატეები მე-5 კოლონის სახით და დღეს  რუსეთს ჰყავს სახეცვლილი მე-5 კოლონა. ხელისუფლების ვალდებულებაა,რომ  ადამიანებს ვასწავლოთ  სახელმწიფოებრივი აზროვნება.

 ფაქტობრივად ჩვენს მეზობელ ოკუპანტ სახელმიფოსთან  იდეოლოგიურ ომს ვაგებთ.უამრავი მედიის საშუალება,  ფონდები, არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობენ, რომლებიც რუსეთის ინტერესების გამტარებლები არიან.

-ისინი ფიქრობენ,  რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის?

-არა მარტო ფიქრობენ, არამედ ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს და რას აკეთებენ  ამ დროს შესაბამისი სამსახურები? თუ  თავის ნებას ჰყავს ეს ორგანიზაციები მიშვებული, ეს საბოლოო ჯამში სახელმწიფოს  აუცილებლადაც დააზიანებს.

  მე ვფიქრობ,  ძალიან მნიშვნელოვანია გასაღების ბაზარი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა,    ჩვენი სახელმწიფოებრივობა და დამოუკიდებლობა უნდა იყოს წინა პლანზე და ეს არაფრის ხარჯზე არ უნდა დავთმოთ.

-ოდესმე მაინც აუცილებელია დიალოგი და ურიერთობის მოგვარება რუსეთთან.

–  საქართველოში    რუსეთთან  დიალოგზე არავინ არ ამბობს უარს, მაგრამ დიალოგი არ უნდა შედგეს  საქართველოს ტერიტორიების  დათმობის ხარჯზე, ეს არის წითელი ხაზები,  რომელიც არ უნდა გადაიკვეთოს,  ამაზე დიალოგი არ იქნება,  რუსეთმა უპირობოდ  უკან უნდა წაიღოს ჩვენი ორი რეგიონის აღიარების საკითხი და ჩვენ უნდა მივუჯდეთ მოლაპარაკების მაგიდას-  დიახ,  რუსეთმა ფარისევლური განცხადებები კი არ უნდა აკეთოს, არამედ რეალური ნაბიჯები გადადგას  ქართველ ხალხთან  მოლაპარაკებისათვის და ეს საკითხი იქნება ჩვენი ორი რეგიონის აღიარების გაუქმება“-აცხადებს  პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე (დეტალურად იხ, ვიდეო)

 

 

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„რუსთავი2-“ის არხის გენერალური დირექტორის პოსტზე პაატა სალია დაინიშნა, ნიკა გვარამია გენდირექტორობას გამოემშვიდობა

ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებით, არხის გენერალური დირექტორის პოსტზე პაატა სალია დაინიშნა. კრების ოქმს ქიბარ ხალვაში ხელს ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com