ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „რუსეთის ხელმძღვანელობა მივმართავ, არ აჰყვეს ესკალაციას“-სალომე ზურაბიშვილი

„რუსეთის ხელმძღვანელობა მივმართავ, არ აჰყვეს ესკალაციას“-სალომე ზურაბიშვილი

„მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას: არ აჰყვეს ესკალაციას, პარადოქსი იქნება თუ მეზობელი ქვეყანა მისივე დახასიათებით, “რადიკალური” ძალებისგან წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და ამით მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს. აქვე ხაზი უნდა გავუსვა იმასაც, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა არის ერთადერთი გზა ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად. მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში: მე თქვენი პრეზიდენტიც ვარ და თქვენი კეთილდღეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცი, რომ ხელისუფლება ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება მოცემულ ვითარებაში, რათა გააგრძელოთ მშვიდად და სტაბილურად ცხოვრება. მივმართავ ჩვენს სტუმრებს, საქართველო ისტორიულად ტოლერანტობის სიმბოლოა და არ დავუშვებთ, რომ ეს ტრადიცია დაირღვეს. ქვეყნისთვის ყველაზე დაძაბულ პერიოდშიც კი არ მომხდარა არც ერთი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს თუ უცხოელ სტუმრებს. ეს ასე გაგრძელდება“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„რუსეთის ხელმძღვანელობას მივმართავ, არ აჰყვეს ესკალაციას, “ –  საგანგებოდ გამართულ  ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  განცხადება გააკეთა, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსაც და საქართველოში მყოფ ტურისტებსაც მიმართა.

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ 26 მაისის დარბევაში წვლილი ბოკერიას და ნაციონალურ მოძრაობას არ მიუძღვის!სააკაშვილმა იცოდა, რომ მიტინგი არ უნდა დაერბია“ -ნინო ბურჯანაძე

„ 26 მაისის დარბევაში წვლილი ბოკერიას და ნაციონალურ მოძრაობას არ მიუძღვის!სააკაშვილმა იცოდა, რომ მიტინგი არ ...