ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „რუსეთის ფედერაციის მიმართ არსებული აგრესიული და მტრეული ქმედებები, გამოძიებული უნდა იყოს“ – განაცხადა გავრილოვმა.

„რუსეთის ფედერაციის მიმართ არსებული აგრესიული და მტრეული ქმედებები, გამოძიებული უნდა იყოს“ – განაცხადა გავრილოვმა.

 

რუსულმა მხარემ გამოძიებასა და თბილისში მოწყობილი არეულობის ორგანიზატორების გამოვლენაში მონაწილეობა უნდა მიიღოს, – ამის შესახებ გამოცემა REGNUM-ის ინფორმაციით, რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა პარლამენტის ქვედა პალატაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ინციდენტების გამოძიებაში მონაწილეობა უნდა მივიღოთ. ჩვენ არ ვერევით საქართველოს საშინაო საქმეებსა და ხელისუფლების დესტაბილიზაციის მცდელობაში, მაგრამ რუსეთის ფედერაციის მიმართ არსებული აგრესიული და მტრეული ქმედებები, გამოძიებული უნდა იყოს“, – განაცხადა გავრილოვმა.

მისი თქმით, დუმის დეპუტატები იმედოვნებენ, რომ საქართელოს ხელისუფლება არეულობის ორგანიზებაში პასუხისმგებლებს გამოავლენს და დასჯის, თუმცა გავრილოვის თქმით, რუსეთი თავის მხრივ მზად არის მონაწილეობა მიიღოს ამ მოვლენების ორგანიზატორების გამოვლენაში. ამასთანავე, ის მიიჩნევს, რომ მათი ქმედებები არ უნდა აისახოს ორი ქვეყნის მოსახლეობასა და ეკლესიას შორის არსებულ მზარდ კეთილმეზობლურ და პატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობაზე. გავრილოვის თქმით, სწორედ ურთიერთობის ბლოკირება არის ექსტრემისტების მთავარი მიზანი.

წყარო: ინტერპრესნიუსი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

აშშ-მ და საუდის არაბეთმა რუსეთთან “ნერვების ომი” წააგეს

ორ კვირაში თითქმის 10 მილიონი უმუშევარი ამერიკაში – ამ ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამას ემატება ფიქლის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com