ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „რუსეთის არც ერთი უკანონო აქტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, სამართლებრივად და იურიდიულად მოქმედი არ არის“-გიორგი კვირიკაშვილი

„რუსეთის არც ერთი უკანონო აქტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, სამართლებრივად და იურიდიულად მოქმედი არ არის“-გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა  მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა: „ვროპის საბჭოს ქვეყნები ადასტურებენ, რომ რუსეთის არც ერთი უკანონო აქტი, რომელიც მიზნად ისახავს – საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, სამართლებრივად და იურიდიულად მოქმედი არ არის“.
ეს არის ჩვენი სწორი საგარეო და შიდა პოლიტიკის დადასტურება. საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ადამიანის უფლებათა კუთხით იქ არსებული მდგომარეობა 2014 წლის შემდეგ აქტიურად განიხილება ევროსაბჭოს ფორმატში და სხვა საერთაშორისო შესაბამის ფორმატებში, რაც უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდაციისთვის. 

ევროპის საბჭოში 2014 წლის შემდეგ ყოველწლიურად მიღებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ძალიან მკაფიო საერთაშორთაშორისო სამართლებრივ შეფასებას რუსეთის, როგორც კონფლიქტის მხარის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე და არსებულ ვითარებაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ევროპის საბჭოს ქვეყნები ადასტურებენ, რომ რუსეთის არც ერთი უკანონო აქტი, რომელიც მიზანად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, არ არის სამართლებრივად და იურიდიულად მოქმედი. არ აქვს მას სამართლებრივი შედეგი. ასევე, ისინი გამოხატავენ შეშფოთებას არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფაზე და ადამიანის უკანონო გატაცების სხვა ფაქტებზე“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სკანდალი-რეკეტი სახელმწიფოს სახელით: როგორ სძალავდნენ “ომეგა ჯგუფს” მანქანებს მინისტრებისთვის -video)

როგორ სძალავდნენ "ომეგა ჯგუფს" მანქანებს მინისტრებისთვის რეკეტი სახელმწიფოს სახელით: როგორ სძალავდნენ "ომეგა ჯგუფს" მანქანებს მინისტრებისთვის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com