ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით შესაძლოა, ფრენები მალე განახლდეს

რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით შესაძლოა, ფრენები მალე განახლდეს

 

რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით შესაძლოა, ფრენები განახლდეს. „როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მისცა. აღნიშნულ ცნობას საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით „სოვა ნიუსი“ ავრცელებს.

ბრძანების თანახმად, ავიაკომპანიას რეისის მოსკოვი-ქუთაისი განხორციელება კვირაში 7-ჯერ შეუძლია. არსებული ინფორმაციის თანახმად, S7 Airlines-ის წარმომადგენლებს ჯერ არ აქვთ სათანადო ცნობა დაგეგმილი რეისების შესახებ.

S7 Airlines ავიაკომპანია გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით ქვეყანაში მეორე ადგილს იკავებს. მისი სათავო ოფისი პატარა ქალაქ ობშია განთავსებული.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენა ივნისში დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის წინააღმდეგ გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ აუკრძალა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ისეთი ვითარებაა ქვეყანაში ყველამ პოლიტიკური სიმპატიები თუ ანტიპატიები გვერდზე უნდა გადავდოთ და საერთო მტერს „კორონავირუსის“ გავრცელებას უნდა ვებრძოლოდ“-გიორგი თევზაძე

„დღეს ისეთი ვითარებაა ქვეყანაში ყველამ პოლიტიკური სიმპატიები თუ ანტიპატიები გვერდზე უნდა გადავდოთ და საერთო მტერს ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com