ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / რუსეთთან ფრენების აკრძალვის შედეგად დანაკარგი მილიარდ აშშ დოლარამდეც ავა

რუსეთთან ფრენების აკრძალვის შედეგად დანაკარგი მილიარდ აშშ დოლარამდეც ავა

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

 

 

„ნაკადების შემცირება გავლენას მოახდენს ჯავშანზე, სასტუმროებზე, საოჯახო მეურნეობებზე, ასევე, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, რომელიც ამ პერიოდში იყიდება. ამას უნდა შევეგუოთ. საერთოდ, საზოგადოებამ და სახელმწიფომ უნდა გაიაზროს, რომ რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულება არ შეიძლება. ეს ქვეყანა არასანდოა, აბსოლუტურად ყველაფერს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის – ტურისტებსაც, სასურსათო პროდუქციასაც, ბუნებრივ რესურსებსაც. ამდენად, თუ გვსურს პროგრესი და ეკონომიკის განვითარება, უნდა ვეცადოთ დივერსიფიცირებას, ანუ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულები არც რუსეთის მოქალაქეების ტურისტულ ნაკადებზე, არც რუსეთის ბაზარზე, თუ როდის აგვიკრძალავს ღვინის ექსპორტს, არც რუსულ გაზსა და რუსულ ნავთობზე. უნდა ვეცადოთ, რუსეთის გარდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც შევძლოთ დივერსიფიცირება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ტურისტების დაახლოებით 25%-ს რუსეთის მოქალაქეები შეადგენენ. ტურისტების შემოსვლის გარდა, რუსეთთან ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები მზარდი ტემპით ხასიათდებოდა. ბუნებრივია, ეს იმოქმედებს შემოსავალზე და ქვეყნის ეკონომიკაზე. სწორედ ეს გათვლა ჰქონდა პუტინს, როდესაც მან გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება დანაკარგს, ვფიქრობ, ის მილიარდ აშშ დოლარამდეც ავა და საგრძნობი იქნება –  განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მგონი ყველა გავგიჟდებით, ვინც ცოცხლები დავრჩებით-დახმარებების გაცემაც მთავრდება, 20 წლის ნალოლიავები ფონდიც გაკოტრდა..“

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში დავით კინწურაშვილი–საქველმოქმედო ფონდი “მომავლის გზა”დამფუძნებელი „მგონი ყველა გავგიჟდებით ვინც ცოცხლები დავრჩებით😢😢😢ერთი დღე ...