ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „რუსეთთან დიალოგის გაგრძელება აუცილებელია“-კელი დეგნანი

„რუსეთთან დიალოგის გაგრძელება აუცილებელია“-კელი დეგნანი

 

საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილმა კანდიდატმა ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის ნატო-ს როლზე გაამახვილა ყურადღება.

მე ვმუშაობდი ნატო-ში და დავინახე ნატო-რუსეთის საბჭოს მნიშვნელობა. ეს არის ფორმა დიალოგისთვის და რუსეთთან დიალოგის გაგრძელება აუცილებელია. ნატო არის პოლიტიკური და სამხედრო ორგანიზაცია. ნატო-ს პოლიტიკური ნაწილი გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი იყო ევროპაში მშვიდობის, განვითარებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ნატო არის თავდაცვითი ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში კარგად ემსახურა აშშ-ს, კანადას და ევროპას. ამასთან, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია წინ წავწიოთ რუსეთთან დიალოგის შენარჩუნების შესაძლებლობა. თუმცა, ამავე დროს კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი, რომ სუვერენულ ქვეყნებს აქვთ უფლება, თავად აირჩიონ რომელ ალიანსში ყოფნა სურთ. ასეთია საქართველო, ლიეტუვა და ალბანეთი. ჩემი აზრით, ნატო კვლავ იქნება ძლიერი ძალა სტაბილურობისთვის ევროპაში“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა.

დეგნანმა ასევე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„აშშ-მა და საქართველოს ყველა მეგობარმა მოვახდინეთ დემონსტრირება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა აუცილებელია. ჩვენი მტკიცე მხარდაჭერაა საქართველოსადმი, როდესაც ის ახორციელებს ყველა საჭირო რეფორმას ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რომ მიჰყვეს იმ გზას, რომელიც თავად აირჩია და ეს არის ევროკავშირსა და დასავლეთთან ინტეგრაცია. სწორედ ამ საქმეში ჩვენ შეიძლება ვიყოთ, საქართველოს ნამდვილი მეგობარი. ის დახმარება, რომელსაც საქართველოს ვაწვდით, განსაკუთრებით საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად, აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს. ჩვენ მარტო არ ვართ, ევროკავშირთან კოორდინირებულად ვმოქმედებთ, რადგან გვსურს, ვიხილოთ წარმატებული საქართველო. საქართველომ ბოლო 20 წელიწადში შესანიშნავ პროგრესს მიაღწია, თუმცა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი“, – განაცხადა დეგნანმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მთავრობამ გვითხრა, ფული გადმოგვირიცხონ და ჩვენ ჩამოვიყვანთ მოქალაქეებსო-ფული გადმოგირიცხოთ ბუნკერში ჩამალულმა თქვენმა უფროსმა“

ყოფილმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას უფასო რეისების განხორციელება შესთავაზა და უარი მიიღო. რამდენიმე დღის წინ კი, ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com