ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „რუკები ვერ მოიპოვეს,რუკები უბრალოდ გაქრა”-დავით გარეჯი გაყიდულია

„რუკები ვერ მოიპოვეს,რუკები უბრალოდ გაქრა”-დავით გარეჯი გაყიდულია

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ დავით გარეჯზე წინასწარი შეთანხმება სადემარკაციო ხაზზე უნდა მომხდარიყო 1938 წლის რუკის მიხედვით. თუკი ჩვენ შევძელით ამ რუკის მოძიება, რატომ არ არსებობდა ნება, რომ წინა ხელისუფლებას ეს რუკები მოეპოვებინა?„რუკები ვერ მოიპოვეს თუ არ მოიპოვეს”. როგორც სესიაშვილი ამბობს, მთელი რიგი გარემოებები სავარაუდოდ, გახდა საფუძველი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის.

„აქ არ არის საუბარი მხოლოდ დავით გარეჯზე, აქ საუბარია მთლიანად საქართველო- აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხზე. ფაქტია, რომ 2006 წლის წინასწარი შეთანხმებით, რაც არსებობს, ზიანდება ჩვენი სახელმწიფო ინტერესი. ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, 1998 წლის შეთანხმების მიხედვით, შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ამისთვის საჭირო იყო 1938 წლის რუკებზე დაყრდნობით დემარკაციის კომისიის ფარგლებში უზრუნველყოფა. ამ კომისიამ მოამზადა წინასწარი შეთანხმება და ამის ფარგლებში ჩანდა, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები ზიანდებოდა და ამ ნაწილში გაჩნდა ეჭვები. ეს არის ფაქტი, მეორე ფაქტი არის ის, რომ რუკები, რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო დემარკაცია, ან შეგნებულად არ მოიძიეს, ან არსებული რუკები უბრალოდ გაქრა.

მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ დავით ხიდაშელს, რომელმაც უნიკალური მოქმედებები განახორციელა და დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გვქონდეს ორიგინალური ვერსია 1938 წლის რუკის, რომელზე დაყრდნობითაც კომისიის ფარგლებში, აბსოლუტურად კონსტრუქციულად აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად კიდევ ერთხელ გავივლით იმ საკითხს, რომ მოხდეს დემარკაცია საერთაშორისო სამართლის მიხედვით,”- განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისათვის, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება მიმდინარეობს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მიმართვა ევროკავშირს- „მოგიწოდებთ ევროპის და შესაბამისად საქართველოს გადარჩენის მიზნით, აქტიურად ჩაერთოთ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“-ვაჟა კაკაბაძე

მიმართვა ევროკავშირს „ბიზანტიის იმპერიის დაშლამ, რადიკალურად შეამცირა დასავლეთ სახელმწიფოების გავლენა აღმოსავლეთ სახელმწიფოებზე, იგივე და, შესაძლოა, ...