ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / რომან გოცირიძე ივანიშვილს ნობელის ლაურეატების დაქირავებას ურჩევს

რომან გოცირიძე ივანიშვილს ნობელის ლაურეატების დაქირავებას ურჩევს

 დეპუტატი რომან გოცირიძე ივანიშვილს ნობელის ლაურეატების დაქირავებას ურჩევს
საქართველოს ყველა მთავრობას ჰყავდა უცხოელი მრჩევლები. შევარდნაძის მთავრობას ეკონომიკაში ბალცეროვიჩი და მისი გუნდი ეხმარებოდა. ფულს საერთაშორისო ორგანიზაციები იხდიდნენ. ასე იყო მერეც. ”ოცნების” ხელისუფლებას, რომლის საკადრო შემადგენლობა ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, ყველაზე მეტად სჭირდება კომპეტენტური მრჩევლები. ამათ უფროსს კი ჰგონია, რომ გოგა ხაინდრავას, ფარცხალაძის, ე.წ. ფსიქოპროექტის და მსგავსი ადგილზე ჩამოსხმული მენცარების იდეებით უნდა მართოს ქვეყანა. როცა ამოდენა ფული გაქვს, ყველა ცოცხალ ნობელის ლაურეატს დასვამდა კაცი შუშის სასახლეში. მაგრამ არ სჭირდება. ჰგონია, რომ თვითონაა ნობელის ლაურეატი ”ჭარბი ნდობის” დარგში. ოღონდ ეს ნდობა მისი ”მრჩევლების” გაზომილი აღმოჩნდა“.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს აღარ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე მე ვარ“-ქიბარ ხალვაში

  ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ,,დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com