ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „როცა მოკლეს ეგა (ზვიად გამსახურდია) ძაან მეწყინა- მოკლა იმან, ვინც გვერდზე ჰყავდა- შევარდნაძემ რასაკვირველია“- თენგიზ კიტოვანი

„როცა მოკლეს ეგა (ზვიად გამსახურდია) ძაან მეწყინა- მოკლა იმან, ვინც გვერდზე ჰყავდა- შევარდნაძემ რასაკვირველია“- თენგიზ კიტოვანი

როცა მოკლეს ეგა (ზვიად გამსახურდია) ძაან მეწყინა. მოკლა იმან, ვინც გვერდზე ჰყავდა. შევარდნაძემ რასაკვირველია, მარა თანამებრძოლები მოისყიდა და მოკლეს. ორი ტყვიით კაცი თავს არ იკლავს. თქვენ ბევრი რამე არ იცით. რომ წაიყვანეს ექსპერტიზაზე, ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ძაან საცოდავი იყო. აქაურმა მაგრად იმუშავა, იოსელიანმა, ავთომ, უშიშროებამ. შეძვრნენ და…

სად არი ახლა, პრემიერმინისტრი რომ იყო (გუგუშვილი)… ჩამოვიდეს ერთი, მე მაგას დაველაპარაკები, როგორ, გვერდზე იწვა კაცი და ვერ გავიგეო სროლაო? თუ იქ იყო, მეორე ოთახში. ორი ტყვიით ვინ იკლავდა თავს, თან ზემოდან ნასროლი… სულ ყველაფერი გასარკვევი გაქვთ თქვენ, უნდა გაარკვიოთ კორესპონდენტებმა და ნახოთ. ხალხია დასაკითხი და გეტყვიან მერ“-ეროვნული გვარდიის დამფუძნებელი თენგიზ კიტოვანი აცხადებს, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია მოკლეს.

 

ჩემთან ხომ საუბრობთ, ბევრი რამე გაიგეთ ეხლა. როგორ ეხლა, ბესო იძახის, რომ თავი მოიკლა, მე გვერდზე ვიყავიო. როგორ, შე კაი კაცო, თავი მოიკლა და ვერ გაიგო? გაიღვიძა დილას და მკვდარი დახვდა თუ რა? იტყუება, აბა რა. მაგის მოკლული არ არის, ეგ ვერ მოკლავდა, არ იყო მკვლელი. უშიშროება იყო მკვლელი საქართველოსი. ავთო იოსელიანი. ავთოს დანიშვნა უნდოდა შევარდნაძეს უშიშროების უფროსად, მერე დანიშნა გიორგაძე“, – განაცხადა  თენგიზ კიტოვანმა.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მიკროფონის მძარცველი ქალბატონი წულუკიანი, არ ვიცი რაში იყენებს? ჩვენ აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას“

” იმ მიკროფონის ფასი 500 დოლარზე მეტია. წაიღო და არ ვიცი რაში იყენებს და ალბათ იყენებს, რაში ...