ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / რომის პაპმა ფრანცისკმა აღიარა, რომ კათოლიკური ეკლესიის მონაზვნები ღვთისმსახურების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ

რომის პაპმა ფრანცისკმა აღიარა, რომ კათოლიკური ეკლესიის მონაზვნები ღვთისმსახურების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ

რომის პაპმა კათოლიკურ ეკლესიაში მონაზვნებზე არსებული სექსუალური ძალადობა აღიარა

რომის პაპმა ფრანცისკმა აღიარა, რომ ათოლიკური ეკლესიის მონაზვნები ღვთისმსახურების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. მისი თქმით, ეს პრობლემა დღესაც არსებობს. ცნობილია შემთხვევა, როდესაც მონაზვნები სექსუალურ მონობაშიც კი ჰყავდათ.

პაპი ამბობს, რომ მისმა წინამორბედი ბენედიქტე XVI იძულებული იყო გაეუქმებინა ერთ-ერთი კონგრეგაცია იმისათვის, რომ მონაზვნები იქ  სექსუალურ ძალადობას განიცდიდნენ.

ფრანცისკეს განცხადება ღვთისმსახურების მხრიდან მონაზვნების მიმართ ძალადობის შესახებ პირველი ოფიციალური აღიარებაა.

პონტიფიკოსის თქმით, ძალადობაში ჩართული არიან არა მარტო რიგითი მღვდლები, არამედ უფრო მაღალი რანგის ღვთისმსახურებიც – საუბარია რამდენიმე ეპისკოპოსზე. კათოლიკური ეკლესია ცდილობს პრობლემის გადაჭრას, მაგრამ ძალადობის შემთხვევები ჯერ კიდევ გრძელდება.

წყარო: „ფაქტი.გე“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი ლაღიძე: „პანკისში პოლიციამ შეცდომა დაუშვა, მათ მოსახლეობა თავს დაესხა,ისინი კი თავს იცავდნენ- რაც მიუღებელია…პასუხი უნდა აგებინონ ყველა იმათ,ვინც პოლიციელებზე ხელი აღმართა,დააზიანა და დაწვა პოლიციის მანქანა “(video)

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე პანკისში განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com