ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / რომან გოცირიძე: „ქვეყანას პრიმიტიული ხედვის და დაბალი კვალიფიკაციის მქონე ჩინოვნიკები მართავან, მათ ტვინებში მხოლოდ ერთი რეფლექსი შეიძლება გაჩნდეს-შეზღუდვა“

რომან გოცირიძე: „ქვეყანას პრიმიტიული ხედვის და დაბალი კვალიფიკაციის მქონე ჩინოვნიკები მართავან, მათ ტვინებში მხოლოდ ერთი რეფლექსი შეიძლება გაჩნდეს-შეზღუდვა“

 პარლამენტარი რომან  გოცირიძე გუშინ იუსტიციის სახლში  შექმნილ ქაოსზე:

„საქართველოს ხელისუფლებას რეგულირების მანია აუტყდა. სესხის ოდენობიდან დაწყებული, ტაქსის ფერით დამთავრებული, ყველაფერს უდგენენ ადამიანებს.  
იუსტიციის სახლში მომხდარი გუშინდელი ქაოსი, რომელიც იურიდიული პირების ნაწილისათვის დამატებითი რეგისტრაციის გავლის აუცილებლობით იყო გამოწვეული, უგუნურების ყველაზე თვალშისაცემი გამოვლინებაა. კვირა არ გავა, რაიმე ახალი დაწესებულება არ შექმნან. პრობლემის გადაჭრის გზად დამატებითი კონტროლი და შეზღუდვები ესახებათ, როცა საქმე პირიქითაა. 
საბოლოო ჯამში ყველაფერი ეკონომიკის შეფერხებაში და სიღარიბეში აისახება.
ქვეყანას პრიმიტიული ხედვის და დაბალი კვალიფიკაციის მქონე ჩინოვნიკები მართავან. მათ ტვინებში მხოლოდ ერთი რეფლექსი შეიძლება გაჩნდეს-შეზღუდვა. არის პრობლემა?ექმენი მარეგულირებელი ან ნორმა ან უწყება. 
ვერ ხვდებიან, რომ რაც კი რაიმე სიკეთე დღეს ხდება( ტურიზმი, გადასახადების აკრეფა და ა. შ. ), მაშინდელი ლიბერალური რეფორმების შედეგია.
დიდი დრო და ენერგია დასჭირდება ამ ყველაფრის გამოსწორებას.
დაკარგული დროის და დაკარგული შანსების თაობა ვართ საუბედუროდ“.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვივუსი“-ფინანსთა სამინისტრო უარს ამბობს ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვაზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘VIVUS.GE” მთავრობის მიერ მოქალაქეთათვის სასესხო ვალდებულებების ჩამოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დაახლოებით ორი კვირის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com