ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / რომან გოცირიძე: „რა დაუჯდებოდა კულტურის სამინისტროს, იმ ვარსკვლავებში ფული რომ გადაეხადა, რომლებიც უფასოდ ჩამოჰყავდა პაატა ბურჭულაძეს?“

რომან გოცირიძე: „რა დაუჯდებოდა კულტურის სამინისტროს, იმ ვარსკვლავებში ფული რომ გადაეხადა, რომლებიც უფასოდ ჩამოჰყავდა პაატა ბურჭულაძეს?“

 პარლამენტარი  რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

მონსერატ კაბალიე, ლეგენდარული მომღერალი, თბილისში მღეროდა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ფონდ ”იავნანას” და გაჭირვებული ბავშვების მხარდასაჭერად. მას რომ ანაზღაურება მოეთხოვა, ამას არ ეყოფოდა ის ფული, რაც პაატა ბურჭულაძემ ამ ფონდიდან დახარჯა თვითმფრინავით მგზავრობისთვის მთელი ამ ათი წლის განმავლობაში. უსირცხვილოა ის ხალხი, რომელიც მსგავს ხარჯებს პაატა ბურჭულაძეს დანაშაულად უთვლის, დამნაშავეა ის ხელისუფლება, რომელმაც პოლიტიკური მოტივით დაიწყო ადამიანის დევნა. p.s. ”ჩექინ ჯორჯიას” ბოლო წლების ხარჯებმა ას მილიონს მიუკაკუნა პოპმუსიკოსების კონცერტების დასაფინანსებლად. რა დაუჯდებოდა კულტურის სამინისტროს, იმ ვარსკვლავებში ფული რომ გადაეხადა, რომლებიც უფასოდ ჩამოჰყავდა პაატა ბურჭულაძეს? ჯერ თითოელი გაყიდული სიგარეტის კოლოფიდან ვის ჯიბეში მიდის 2,5 თეთრი ის გამოიძიონ და მერე იქექონ ფონდ ”იავნანას” საქმეებში. 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეთერშია ”კური”-გვამცნობს ქიბარსალიზებული ხმა“

  „ფრიად სანდო წყაროები ირწმუნებიან, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილა ”კურიერის” წამყვანთა ვინაობა. მას ქიბარ ხალვაში და ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com