ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / რომან გოცირიძე პარლამენტს ფულის განიავებაში სდებს ბრალს

რომან გოცირიძე პარლამენტს ფულის განიავებაში სდებს ბრალს

 

რაც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა უარყო.
რომან გოცირიძე თამარ ჩუგოშვილს სოციალურ ქსელში პასუხობს:

„ძალიან სამარცხვინო პასუხია, რაღა ახლა გაუჩნდა რომან გოცირიძეს პარლამენტის ხარჯებთან დაკავშირებით კითხვებიო.

ხაზინდართა საბჭოს თითქმის ყველა სხდომაზე არ ვეთანხმებოდი იმ ფლანგვას, რაც პარლამენტში ხდება. სულ ბოლო იყო ასეულ ათასობით ლარის გადაყრა ”სენსორებზე” პარლამენტის წყალმომარაგების გადაყვანასთან დაკავშირებით. ასევე წინა თვეს იყო, ხაზინდართა საბჭოსადმი დაუკითხავად ყოფილი სასადილოს ნაწილის გადაკეთება სტამბის მოსაწყობად და მერე 350 ათასი ევროს ღირებულების სტამბის შეძენა, რომელიც არ სჭირდება პარლამენტს. ან ქუთაისის პარლამენტისათვის რკინის კილომეტრიანი ღობის შემოვლება( რომელიც ვერ მოესწრო), ან შტატების ყოველდღიური გაბერვა, ან კოლექტიური მივლინებები უცხოეთში და ა. შ. და ა. შ. პარლამენტში ტექნიკის, მომსახურების და რემონტების შესყიდვის გაქანებული მანიაა. სწორედ ამიტომ ვითხოვთ აუდიტის სამსახურის მიერ პარლამენტის ხარჯების რიგგარეშე შემოწმებას. ქუთაისიდან პარლამენტი გადმოვიდა, ხარჯები კი გაიზარდა. 2019 წელს პარლამენტის ხარჯები თითქმის გაორმაგდა 2012 წელთან შედარებით. ფრაქციის აპარატისთვის დამტებით ფული მოითხოვესო. დიახ, თვეში ათასი ლარი. უმრავლესობას ეს არ სჭირდება. 15 კომიტეტში და აპარატში ასაქმებენ თავიანთ ხალხს. წინა კვირას 53 კაცი აიყვანეს და მილიონამდე ლარი გამოყვეს ამაზე. რაც შეეხება ხაზინდართა საბჭოს, ბუტაფორიაა. სათათბირო ორგანოა. უნდა შეიცვალოს მისი როლი, სადაც უმცირესობას ექნება არაეფექტიანი და საეჭვო( დიახ, ძალიან საეჭვო) ხარჯების დაბლოკვის უფლება.“-რომან გოცირიძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„გამოკვლეული 1578 ბავშვიდან ტყვიის შემცველობა 650 ბავშვს აქვს მომატებული“-ამირან გამყრელიძე

 დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბავშვებში ტყვიის შემხველობა მომატებულია:,„სახელმწიფო დააფინანსებს მათ შორის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com