ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / რომან გოცირიძე: „ივანიშვილი მის წინააღლდეგ მიცემულ ხმებში ფულს იხდის“

რომან გოცირიძე: „ივანიშვილი მის წინააღლდეგ მიცემულ ხმებში ფულს იხდის“

რომან გოცირიძე:
„ნაცნობმა მითხრა, 300 ლარი ვისესხე ონლაინკომპანიიდან, გადამავიწყდა ფულის დაბრუნება და 3 ათასი ლარის დავალიანება აღმომაჩნდა კრედიტინფოშიო. საათის ყიდვას ვაპირებდი და ბანკმა უარი მითხრაო. თურმე მობილური ტელეფონი გამოუცვლია, ის ონლაინკომპანიაც დახურულა, თუმცა შავ სიაში მანამდე აღმოჩენილა. აინტერესებდა, ჩამოაწერენ თუ არა, როცა ის კომპანია გაუქმებულია და ”ქართუ” არაარსებულიდან როგორ გამოისყიდის ვალს.
პასუხი არა მაქვს. იტყვიან ალბათ ამ ”აქციის ” ორგანიზატორები.
ახლა განვიხილოთ, რას უპირებს ამ ჩემს ნაცნობს ივანიშვილი:
-იგი აკმაყოფილებს სესხის ჩამოწერის კრიტერიუმს-ორი ათას ლარზე ნაკლებია ძირი ფული და არის ყველაზე არაწესიერი კლიენტი, ერთი თეთრიც არ დაუბრუნებია,
-დარიცხულ პროცენტებს და ჯარიმებს ჩამოაწერს,
-ძირი ფულის, 300 ლარის 9 პროცენტს ანუ 27 ლარს გადაუხდის ბანკს( მიკროსაფინანსოს )ვალის გამოსასყიდად.
ვეკითხები ნაცნობს, 27 ლარად გაანულებდი შენს ვალს მეთქი? რა კითხვაა, რა თქმა უნდა, კიო.
ამაშია საქმე-ივანიშვილს დაუთმეს( დაათმობინა) ბანკებმა წინასაარჩევნოდ ეს აქტივები პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად.
რატომ არ შესთავაზეს ბანკებმა კლიენტებს ვალების ამ ფასად გასტუმრება? გამოდის, რომ ივანიშვილმა დააშინა ისინი ან იმდენად უიმედო სესხების კატეგორიას ეხებოდა, რომ დიდად არც უფიქრიათ ამაზე.
ერთიცაა და მეორეც.
რასაც ვხედავ, ამ მოსყიდვით უფრო ივანიშვილის მოწინააღმდეგები ხალისობენ-წინააღმდეგ მიცემულ ხმაში ფულს გვიხდიანო.
ბევრი არიან ძალიან“…

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ყინწვისის ე.წ. შეთქმულების“ არარსებული მონაწილის“ შოკისმომგვრელი წერილი: „ელექტროშოკი იყო, რომელიც პულტით იმართებოდა, ელექტროშოკითაც კარგა ხანს მაღრიალეს, მას მერე გული დამიავადმყოფდა, იმდენ ხანს მაწამეს, რომ ელექტროშოკისაგან ხელი დამწვარი მქონდა. მერე ვიღაც ბიჭი ძუას მიჭერდა ყელზე, მგუდავდა, ვინც დენით მაწვალებდა-“პროკურორი მეუბნებოდა, 17 წლის გოგო გყავს და დაფიქრდიო.  …….”სიმწრისაგან რკინის ხელბორკილი გავწყვიტე”… …ამის მერე როგორ უნდა დავინდო ჩემი გამამწარებლები???!!!- “ჩემი მოწოდება იქნება, ბოლომდე ნუ გაამწარებენ ხალხს”-მიხეილ ცილიკიშვილი

  ყინწყვისის ე.წ. შეთქმულების არარსებული მონაწილე, პოლიტპატიმარი  მიხეილ ცილიკიშვილი  ციხეში მისი სასტიკი წამების დეტალებს იხსენებს, ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com