ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / რომან გოცირიძე: „თი-ბი-სი” ბანკიდან მილიონობით ნაღდი ფული გატანა, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციას(FATF) “

რომან გოცირიძე: „თი-ბი-სი” ბანკიდან მილიონობით ნაღდი ფული გატანა, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციას(FATF) “

„ომეგის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის ირგვლივ განხორციელებულ ბიზნესრეკეტს პარლამენტარი რომან გოცირიძე ეხმაურება:
„როცა ვაპროტესტებდით ეროვნული ბანკიდან ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გამოყოფას და მთავრობის დაქვემდებარებაში გადაყვანას, სწორედ მსგავსი შესაძლო დარღვევები გვქონდა მხედველობაში, რაც ”ომეგასთან” დაკავშირებით ხდება.
ოფშორში ერთი დღით ადრე დარეგისტრირებულმა ფირმამ ”ტი-ბი-სი” ბანკიდან მილიონობით ნაღდი ფული გაიტანა გადაუმოწმებლად მას შემდეგ, რაც სამუშაო საათები დამთავრდა. როგორც ჩანს, ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირების ტრანსაქციები არ ექვემდებარე მონიტორინგს. ეს ფაქტი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციას(FATF).“-აცხადებს რომან გოცირიძე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“ქართულ ოცნებას” გედევან ფოფხაძეც ტოვებს

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით გედევან ფოფხაძემ ფრაქციის დატოვების თაობაზე მიმართა. „როგორც ფრაქციის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com