ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „რომან გოცირიძე -დისკო კლუბებში დავდიოდი დიდი თმებით“ და „ბიტლომანი“ ვიყავი…

„რომან გოცირიძე -დისკო კლუბებში დავდიოდი დიდი თმებით“ და „ბიტლომანი“ ვიყავი…

პარლამენტიდან გაისმოდა – რომან გოცირიძე „ქლაბერი“ ხომ არ არის – ვიყავი სხვათაშორის, დისკო კლუბებში დავდიოდი და „ბიტლომანი“ ვიყავი, დიდი თმებით, სტუდენტობის პერიოდში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში ფრაქციების ფორმატში საუბრისას განაცხადა. 

რომან გოცირიძემ  შს მინისტრი გიორგი გახარიასნ [ოლიცმეისტერი უწოდა, მან განაცხადა, რომ  მინისტრის მოხსენება ტოვებდა შთაბეჭდილებას, თითქოს ის საუბრობდა როგორც „პოლიცმეისტერი, რომელიც ამაყობს მის მიერ ჩატარებული ერთი პატარა დაშორიშორების ოპერაციით“.

ომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ძალადობის წყარო არის ხელისუფლებაში. 
„დღეს ჩვენ მოვისმინეთ მოხსენება და დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენს წინაშე გამოდიოდა არა მთავრობის ვიცე-პრემიერი, რომელიც წარმოადგენს მთელს მთავრობას და პასუხისმგებელია ძალოვანი ბლოკის საქმიანობაზე, არამედ – პოლიცმეისტერი, რომელიც ამაყობს მის მიერ ჩატარებული ერთი პატარა დაშორიშორების ოპერაციით. როგორც იტყვიან ხოლმე, აქციისა და კონტაქციის მონაწილეებს შორის. არავითარი კონტრაქცია იქ არ იყო – ერთ მხარეს იყო ნათელი ახალგაზრდობა და მეორე მხარეს – ბნელი ნეოფაშისტები და ნუ ათანაბრებთ ამ აქციებს ერთმანეთთან.

 გამოვლინდა დღევანდელი ხელისუფლების ყველა სისუსტე და დანაშაული. ეს იყო ძალადობა. სად არის ძალადობის წყარო? – ძალადობის წყარო არის დღევანდელ ხელისუფლებაში. ძალადობის წყარო არის დღევანდელ პოლიტიკაში. ძალადობის წყარო არის დღევანდელ იდეოლოგიაში, რომელიც აქ იქმნებოდა და მათ შორის კონსტიტუციის მიღების დროს, როდესაც ქორწინების საკითხი და კიდევ ბევრი რამ ჩაწერეთ, როდესაც ვენეციის კომისიამ გაიძულათ, რომ მეორე დღესვე შეგეცვალათ კონსტიტუცია, სადაც რელიგიური საკითხები გარკვეული დამახინჯებული ფორმით გქონდათ. ძალადობის წყარო ხართ თქვენ, რომლებიც იღებთ კვიციანის მიერ წარმოდგენილ „რელიგიური გრძნობების შესახებ კანონპროექტს“ და განათლების თუ კულტურის კომიტეტი ერთსულოვნად უჭერს მას მხარს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„თბილისის ცენტრში მარჯანიშვილის პროსპექტზე თითქოს მეცამეტე რაიონი ყალიბდება და ამას ვერ ვხედავთ…!?“-გიორგი თევზაძე

 უფლებადამცველი გიორგი თევზაძე სოციალურ ქსელში წერს: მეგობრებო თბილისის ცენტში მარჯანიშვილის პროსპექტზე თითქოს მეცამეტე რაიონი ყალიბდება ...