ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / რომან გოცირიძე ბიზნესმენებს ურჩევს, რომ შეეშვან პარლამენტს და აკეთონ თავისი საქმე

რომან გოცირიძე ბიზნესმენებს ურჩევს, რომ შეეშვან პარლამენტს და აკეთონ თავისი საქმე

 რომან გოცირიძე:

„საოცარ შედეგებს აჩვენებენ ჩვენი შტანგისტები მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, რომელიც თავის დროზე ასევე გამოჩენილი სპორტსმენი იყო-მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი.

რვა წელი პარლამენტში გაატარა. რატომ? ეს ხომ დაკარგული წლები იყო მისთვისაც და ქართული სპორტისთვისაც. მერე დაუბრუნდა თავის ნამდვილ საქმეს და საოცარ შედეგებს აღწევს უკვე მწვრთნელის ამპლუაში. დღესაც ძალიან გაგვახარეს-სამი ოქრო და ორი ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატზე. 
ეს შენიშვნა ბიზნესმენებსაც ეხებათ. რა უნდათ პარლამენტში. წვალობენ, ძალით მოსაყვანები არიან, რაღაცას ჩალიჩობენ სათავისოდ პარლამენტარის რანგში. ზოგი საკუთარ ამბიციურ ჭიას ახარებს. წადი, საქმეს მიხედე, ხალხი დაასაქმე, სიმდიდრე ამრავლე, ამაზე უკეთესი რა უნდა გააკეთო?
რაც უფრო ცოტანი იქნებიან ბიზნესის წარმომადგენლები პარლამენტში, მით უფრო დემოკრატიული და ნაკლებკორუფციული იქნება ჩვენი ქვეყანა.“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი-ირაკლი გოგოლაძე-სოციალური დახმარება „პლიტის“ ჩართვის გამო მოუხსნეს,ის ძიმე მდგომარეობაშია“…(ვიდეო)

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი „ სასწრაფოდ !!! გაავრცელეთ ამ სამარცხვინო ფაქტის შესახებ მთელმა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com