ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / რომან გოცირიძე:„ისე არ წვიმს, როგორც ქუხს!ზღაპარია მილიარდნახევარ ლარზე საუბარი, „ქართუ“ რას აკეთებს ვინმემ გაიგო?“

რომან გოცირიძე:„ისე არ წვიმს, როგორც ქუხს!ზღაპარია მილიარდნახევარ ლარზე საუბარი, „ქართუ“ რას აკეთებს ვინმემ გაიგო?“

 რომან გოცირიძე საბანკო ვალების ჩამოწერას ასე აფასებს:
„გაუგებარია მთავრობის ინიციატივა ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით.
ან მთავრობა რა შუაშია, თუ ამას ”ქართუ” აკეთებს?
ან „ქართუ“ რას აკეთებს ვინმემ გაიგო? საუბარია 2 ათას ლარამდე უიმედო სესხების ჩამოწერაზე. ყოველწლიურად კომერციული ბანკები ისედაც ახდენენ მსგავსი სესხების ჩამოწერას. შარშან 70 მილიონი ლარი იქნა ჩამოწერილი.
ბოლო ათ წელიწადში საშუალოდ 50 მილიონი ლარის ოდენობის უიმედო ვალის ჩამოწერა ხდება ყოველწლიურად. როგორც ჩანს, კომერციულ ბანკებს წაეშველება „ქართუ“ რამდენიმე ათეული მილიონით. ზღაპარია მილიარდნახევარ ლარზე საუბარი. უნდათ რაღაც იდეის წინასაარჩევნოდ შეფუთვა. რომელი დაპირება შესრულდა: -600 მილიონი ევროს ღირებულების სიმსივნის თერაპიის ცენტრი? -500 მილიონი ევროს ღირებულების ქუთაისის უნივერსიტეტი? -ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის აგრარული უფასო ფულის ფონდი? -120 მილიონი დოლარის ღირებულების სოფლის საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა? ასეთივე ბლეფია მილიარდნახევრის ჩამოწერა. თავი ფული რამდენჯერმე ნაკლებია და უიმედო სესხების ჩამოწერა ბანკებთან ერთად ქართუს მონაწილეობით მორიგი საარჩევნო ტრიუკია. პირველ ტურამდე რატომ არ გააკეთეს?
კარგი ყოფილა სახელისუფლებო კანდიდატის წაგება. მეორე ტურში რომ წააგებს, იქნებ მართლა დაიწყოს ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა?
პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება არის ამომრჩევლის მოსყიდვა, მაგრამ ხმასაც კი არ ამოვიღებთ, ოღონდ რაიმე გააკეთონ.
როცა სინამდვილე გაირკვევა, აღმოჩნდება, რომ ისე არ წვიმს, როგორც ქუხს“-აცხადებს რომან გოცირიძე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ყინწვისის ე.წ. შეთქმულების“ არარსებული მონაწილის“ შოკისმომგვრელი წერილი: „ელექტროშოკი იყო, რომელიც პულტით იმართებოდა, ელექტროშოკითაც კარგა ხანს მაღრიალეს, მას მერე გული დამიავადმყოფდა, იმდენ ხანს მაწამეს, რომ ელექტროშოკისაგან ხელი დამწვარი მქონდა. მერე ვიღაც ბიჭი ძუას მიჭერდა ყელზე, მგუდავდა, ვინც დენით მაწვალებდა-“პროკურორი მეუბნებოდა, 17 წლის გოგო გყავს და დაფიქრდიო.  …….”სიმწრისაგან რკინის ხელბორკილი გავწყვიტე”… …ამის მერე როგორ უნდა დავინდო ჩემი გამამწარებლები???!!!- “ჩემი მოწოდება იქნება, ბოლომდე ნუ გაამწარებენ ხალხს”-მიხეილ ცილიკიშვილი

  ყინწყვისის ე.წ. შეთქმულების არარსებული მონაწილე, პოლიტპატიმარი  მიხეილ ცილიკიშვილი  ციხეში მისი სასტიკი წამების დეტალებს იხსენებს, ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com