ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „როგორ ხართ ასე მშვიდად???? ჩორჩანას დღეს თუ დათმობთ, ხვალ ავტობანს დაგვკეტავენ და ზეგ მცხეთაში შემოვლენ!”

„როგორ ხართ ასე მშვიდად???? ჩორჩანას დღეს თუ დათმობთ, ხვალ ავტობანს დაგვკეტავენ და ზეგ მცხეთაში შემოვლენ!”

„მე მეგონა მართლა პრინციპული პოზიცია დააფიქსირა ჩვენმა მთავრობამ, მიკვირდა, მაგრამ მიხაროდა, საკუთარ თავს ვაჯერებდი რომ აი, გაიღვიძა ეტყობა მებრძოლმა სულმა, მობეზრდათ დამარცხება.
მიკვირდა ისიც, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში გვიზღუდავდა პოლიცია წნელისის მიმდებარედ, დოლომიტის საბადოზე ასვლას, სადაც წელიწადზე მეტია ვპატრულირებთ და საიდანაც შევდიოდით ჩორჩანას ტყეში.
მიკვირდა, მაგრამ იმდენად იმედი მომეცა, რომ თავს ვიმშვიდებდი და უკვე მივხვდი რომ თავს ვიტყუებდი.
თქვენ კი რა გააკეთეთ????
ჩორჩანას შუაგულში, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოუშვით! იმ ტერიტორიაზე, რომელიც არასოდეს შედიოდა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში!
თქვენ გაუსროლელად გადაეცით ოკუპანტებს ახალი ტერიტორიები, რომლებზეც ისინი მხოლოდ ოცნებობდნენ!!
როგორ შეუწყვეთ ხელი ოკუპანტებს ახალი მიწების მიტაცებაში????
რატომ ხართ ჩუმად, რატომ არაფერს ამბობთ? თქვენი კომენტარი მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ დააზუსტებთ, ჯერ თურმე არ იცით სად აშენებენ რუსოსები საგუშაგოს!
თუ არ იცით, მე გაჩვენებთ! იმ გზაზე გააკეთეს საგუშაგო, რომლის კეთება თვეების წინ დაიწყო და თითქმის დასრულებული იყო!
ვისთვის გააკეთეთ? ოკუპანტებისთვის? რამდენი ჰექტარი მიწა გადააბარეთ თქვენ ამჯერად? როგორ ხართ ასე მშვიდად???? ზურგში მოიქციეთ მტერი, ასობით ჰექტარი მიწა დაუთმეთ და ვითომ რაღაცის გარკვევას აპირებთ? ის საგუშაგო, რომელიც ვითომ პრინციპულად აღმართეთ, მოქმედების ამ პრინციპით მალე ოკუპირებული აღმნოჩნდება!!!
სასწრაფოდ იმოქმედეთ!!!!!!
ჩორჩანას დღეს თუ დათმობთ, ხვალ ავტობანს დაგვიკეტავენ და ზეგ მცხეთაში შემოვლენ!”- აცხადებს დავით ქაცარავა, ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ხელმღვანელი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„როგორ და რატომ წაართვა ხაზარაძემ ელიტ- ელექტრონიქსი ქოქოლაძეს“?

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს: „ვუსმინე მამუკა ხაზარაძეს მთავარ არხზე და ერთ დასკვნამდე მივედი. ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com