ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / როგორ უნდა მოვიქცეთ უძრავი ქონების შეძენის დროს, რათა დაცული ვიყოთ და თავიდან ავიცილოთ უსიამოვნებები-თამთა მეგრელიშვილი

როგორ უნდა მოვიქცეთ უძრავი ქონების შეძენის დროს, რათა დაცული ვიყოთ და თავიდან ავიცილოთ უსიამოვნებები-თამთა მეგრელიშვილი

როგორ უნდა მოვიქცეთ უძრავი ქონების შეძენის დროს რათა დაცული ვიყოთ და თავიდან ავიცილოთ უსიამოვნებები

✔️უძრავი ქონების შეძენისას თქვენ, როგორც მყიდველმა უნდა გაითვალისწინოთ, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისთვის აუცილებელია როგორც ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე ამ ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
გამოუცდელ პირს ხშირად ჰგონია რომ ნასყიდობის ხელშეკრულება მესაკუთრის უფლებას გულისხმობს რაც არ არის სწორი.

📌მაგალითად, თუ ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია უნდა მოხდეს პირობითად ხელშეკრულების დადებიდან სამი კვირის ვადაში, ამ ვადის გასვლის შემდეგ გამყიდველის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იწყება ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადის ათვლა.
ამ ხნის განმავლობაში მყიდველს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მიუხედავად იმისა, გამყიდველი თანახმა იქნება თუ არა, შეუძლია, სასამართლოს ძალით დაირეგისტრიროს საკუთრების უფლება.
თუ ექვსი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა საჭირო საბუთის მოპოვება, მაშინ ხანდაზმულობის ვადა გასულად ჩაითვლება.
ამ ვადის გასვლის შემთხვევაში მყიდველს კვლავ აქვს მოთხოვნის უფლება, თუმცა ეს იძულების წესით ვეღარ აღსრულდება.
მართალია, სასამართლოსთვის მიმართვა მყიდველს შემდეგაც შეუძლია, მაგრამ თუ გამყიდველი შესაგებელ სარჩელში მიუთითებს, რომ მოთხოვნა უკვე ხანდაზმულია, შესაძლოა, მყიდველი დაზარალებული აღმოჩნდეს.

✔️აქედან გამომდინარე დაიმახსოვრეთ რომ მხოლოდ წერილობითი ფორმის ხელშეკრულება არ ნიშნავს, რომ მყიდველს უძრავ ქონებაზე უკვე აქვს საკუთრების უფლება.
აუცილებელია, მყიდველმა
გაარკვიოს, ნამდვილად არის თუ არა გამყიდველი პირი გასაყიდი ქონების მესაკუთრე.

📌ამისათვის საჭიროა, რეესტრში გამყიდველის სახელი, გვარი და საკადასტრო კოდი მიუთითოთ.

📌გამყიდველთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ თუ აღმოჩნდება რომ ჩვენ მიერ შეძენილი უძრავი ქონება,სხვისი საკუთრებაა/სხვაზეა რეგისტრირებული ამ შემთხვევაში
ნასყიდობის ხელშეკრულებით ვერ დაირეგისტრირებთ ქონებას.
დიდი ალბათობით დავას სასამართლოში გააგრძელებთ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით, თუმცა ეს ხანგრძლივი პროცესია და სათუოა რამდენად შეძლებს არაკეთილსინდისიერი გამყიდველი თქვენი კუთვნილი თანხის დაბრუნებას.

📌გახსოვდეთ რომ უძრავი ქონების შეძენისას უპრიანია შეამოწმოთ ხომ არ არის ქონება დატვირთული იპოთეკით.
იპოთეკით დატვირთული ქონების შეძენისას შემძენი ვალდებულია არსებული ფინანსური ვალდებულების შესრულებაზე წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი თუ სხვა კრედიტის გამცემი ორგანიზაცია უფლებამოსილია, იპოთეკით დატვირთულ უკვე თქვენს მფლობელობაში არსებულ ქონება დააყადაღოს,გაიტანოს აუქციონზე და რეალიზაციიდან ამონაგები თანხით მოახდინოს ნაკისრი ვალდებულების დაფარვა.

📌განვიხილოთ შემთხვევა როცა კეთილსინდისიერი შემძენიც
შეიძლება დაზარალებული აღმოჩნდეს

მაგალითად თქვენ იყიდეთ ქონება ვინმე გიორგისგან რომელმაც აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლება (მოტყუებით ან დაშინებით მოიპოვა და თქვენ ამის შესახებ არაფერი იცოდით.
დავის შემთხვევაში თქვენი უფლებები დაცული იქნება და არაკეთილსინდისიერ გამყიდველს დაეკისრება თქვენთის თანხის დაბრუნება.

✔️გახსოვდეთ ქონების შეძენისას უმჯობესია ანგარიშსწორება მოხდეს არა ხელზე, არამედ გადარიცხვით, რადგან შესაძლოა გამყიდველმა სადავო გახადოს თანხის გადაცემა ან მისი სრულად დაფარვის ოდენობის საკითხი, თანხის გადარიცხვის შემთხვევაში კი ქვითარი მტკიცებულებად ჩაითვლება.

იურისტი, საჯარო სამართლის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვაშაძემ და მისმა ჯგუფმა მეომრები მიატოვეს ბრძოლის ველზე, რომ არა პატრიარქი, არ გვექნებოდა საშუალება, რომ გამოგვეყვანა“…

„მთავარი თემა არის ის, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაშაძემ მას მერე მიატოვა, რაც ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com