ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / როგორ „დააწერა“ ბიზნესი ხაზარაძემ ანზორ ქოქოლაძეს- „ელიტ-ელიტრონიქსი“10 მილიონ დოლარად გადაიფორმა

როგორ „დააწერა“ ბიზნესი ხაზარაძემ ანზორ ქოქოლაძეს- „ელიტ-ელიტრონიქსი“10 მილიონ დოლარად გადაიფორმა


„დიახ, 10 მილიონი დოლარი მილიონ ნახევრად გადაყიდა, ანუ, გადააფორმა ოფშორულ კომპანიაზე, „თი ბი სი“ ბანკმა მიიღო ოფშორული კომპანიისგან მილიონ ნახევარი დოლარი. ბანკმა დაკარგა დაახლოებით 8,5 მილიონი დოლარი, ანუ, სხვა აქციონერებს „მოუეხეს“, ხოლო თავის მხრივ ბიუჯეტმა ამ სქემით 1,7 მილიონი დოლარი იზარალა მოგების გადასახადის ნაწილში, რადგანაც ბანკმა ეს თანხა ჩამოწერა, ელიტ ელექტრონიქსიდან კი რეალურად გადაირიცხა ოფშორში.”

„თიბისი ბანკის“ ირგვლივ აგორებულ სკანდალს ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე ეხმაურება, რომელიც თავის მხრივ, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახალ ბრალდებებს უყენებს და ირწმუნება, რომ ფლობს დოკუმენტებს, რომელიც ოფშორში დიდი ოდენობით თანხის გათეთრებას ადასტურებს. კონკრეტულად რა დოკუმენტებზეა საუბარი, ამის გასარკვევად „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელს, ანზორ ქოქოლაძეს დავუკავშირდით:

– კონკრეტულად 17 მილიონს რაც შეეხება, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმ თემებზე, რაც ღია წყაროებით არსებობს და რა ინფორმაციასაც ვფლობთ, თუმცა, ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვამტკიცო, რა დოკუმენტური მტკიცებულებებიც გაგვაჩნია, ეს ეხება 10 მილიონი დოლარის გადაქაჩვას ოფშორში და გათეთრებას, რომელიც უკავშირდება „ელიტ-ელექტრონიქსს“ და „თი ბი სი“ ბანკს, სადაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პირადად ფიგურირებდნენ. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, ეს დაიწყო 2009 წელს, კომპანია, რომელსაც 14 წლის განმავლობაში ვაშენებდი, ერთ ღამეში ფარულად გადაიფორმეს ნაციონალური რეჟიმის მხარდაჭერით, შემდეგ როგორც დოკუმენტებით გაირკვა, 2012 წელს  „თი ბი სი“ ბანკმა ოფშორულ კომპანია „დაუ ინვესტმენტთან“ გააფორმა ხელშეკრულება 10 მილონ დოლარის ვალდებულების 1,5 მილონად დათმობის შესახებ  და შემდეგ ეს 10 მილიონი დოლარი „ელიტ ელექტრონიქსიდან“  გადაქაჩეს ოფშორულ კომპანიაზე „დაუ ინვესტმენტში“. ამაში ჩართულები იყვნენ როგორც ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, ისე მათი ბიზნესპარტნიორები მიხეილ ბენიმინი, საულ ზილბერშტეინი, დორი გროსმანი და ოდიტ შაჰნაი. როგორც ჩანს, ჩამოყალიბებული ქონდათ ოფშორულ კომპანიებში ფულის გადაქაჩვის და შემდეგ გათეთრების გარკვეული სქემები. ამის უარყოფა შეუძლებელი იქნება, რადგანაც გვაქვს  კონკრეტული დოკუმენტები, რომ  ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ 2012 წელს თიბისი ბანკის კუთვნილი 10 მილიონი დოლარი ელიტ ელქტრონიქსიდან ოფშორში გადაქაჩეს და გაათეთრეს.

 –  ანუ, „ელიტ-ელექტრონიქსს“ ჰქონდა ბანკის ვალი და ბანკმა ამ ვალის მოთხოვნა დაუთმო ოფშორში არსებულ კომპანიას, რომლის უკანაც იყვენ ხაზარაძე და ჯაფარიძე?

– დიახ. 10 მილიონი დოლარი მილიონ ნახევრად გადაყიდა, ანუ, გადააფორმა ოფშორულ კომპანიაზე, „თი ბი სი“ ბანკმა მიიღო ოფშორული კომპანიისგან მილიონ ნახევარი დოლარი.  ბანკმა  დაკარგა დაახლოებით 8,5 მილიონი დოლარი, ანუ, სხვა აქციონერებს „მოუტეხეს“, ხოლო თავის მხრივ ბიუჯეტმა ამ სქემით 1,7 მილიონი დოლარი იზარალა მოგების გადასახადის ნაწილში, რადგანაც ბანკმა ეს თანხა ჩამოწერა, ელიტ ელექტრონიქსიდან კი რეალურად გადაირიცხა ოფშორში. გარდა მოგების გადასახადის 20 პროცენტისა, დამატებით მოუწევდა 5 პროცენტი დივიდენდის გადასახადი, პირად ანგარიშზე რომ მოეხვედრბინა თანხა. ანუ ჯამში ამ ტრანზაქციით ბიუჯეტმა დაკარგა 4 150 000 დოლარი. პროკურატურის ბოლო მასალებიდანაც დაახლოებით ანალოგიურ  სქემას ვეცნობით. ერთ რამეს ვიტყვი – ვერც მამუკა ხაზარაძე და ვერც ბადრი ჯაფარიძე ვერ იზამდნენ ვერცერთ კომბინაციას, რომ არა ნაციონალური ხელისუფლების  მხარდაჭერა. ამ სქემებში მკაფიოდ ისახება, როგორც ხელისუფლების, ისე იმ დროინდელი ეროვნული ბანკის მონაწილეობა, სხვანაირად ეს შეუძლებელი იქნებოდა. რაც შეეხება კონკრეტულ ქეისს – 17 მილიონი დოლარის გადატანას, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ავთანდილ წერეთელი უფრო მსხვერპლის როლშია, როგორც კლიენტს სთხოვა, გადარიცხვა მოეხდინათ და ეტყობა უარი ვერ უთხრა და უხერხულობაში და შარში გახვიეს. მაგრამ ეს თანხა, როცა ნახა, რომ არ იყო მთლად სწორი, ალბათ მოითხოვა… მე ასე მგონია, რასაც ვხედავ ინფორმაციას, მოითხოვა 2012 წელში თანხა განულებულიყო, ან გადაეტანათ და ამის გამო გადაიტანეს ოფშორულ კომპანიაში. ოფშორული კომპანიის სტილი, როგორც გითხარით, ეს ერთეული შემთხვევა არ არის, სავარაუდოდ სხვა შემთხვევებიც იქნება, „ელიტ-ელექტრონიქსის“ შემთხვევაში კონკრეტული დოკუმენტაცია გაგვაჩნია, რომ გადაქაჩეს და გაათეთრეს 10 მილიონი დოლარი. მე მოვისმინე მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ ეს თანხა ისევ „თი ბი სი“ ბანკს მოვახმარეთო.  თუ ბანკს მოხმარდა, რატომ გადაქაჩეს ოფშორში, ეს ხომ ისედაც ბანკის თანხა იყო, თან როგორც ირკვევა, ამ ოფშორსაც თვითონ ფლობდნენ. სინამდვილეში სხვა რამესთან გვაქვს საქმე. შეუძლებელია „თი ბი სი“ ბანკს მოაკლო თანხა, აიღო კომპანიიდან, ოფშორში გადაქაჩო და გაათეთრო და შემდგომში, ფაქტზე წასწრებულმა იძახო, ვაძლიერებდი ბანკსო. ეს არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. სავარაუდოდ, ამ სქემით სხვა პარტნიორებს „მოუტეხეს“ ეს თანხა, როგორც ვიცით 21% მათ ეკუთვნით, ხოლო დანარჩენი 79% სხვა პარტნიორებს.

– პარტნიორები გასაგებია, მაგრამ დაზარალდა თუ არა ამ სქემით ბანკის მეანაბრეთა ინტერესები?

– ზოგადად ნებისმიერი ბანკის ფული შედგება აქციონერებისა და მეანაბრეთა თანხებისგან და როდესაც დაუსაბუთებელი, მფლანგველური კრედიტები გაიცემა, ორივე აქტორი დგება დარტყმის ქვეშ. „თი ბი სი“-ს შემთხვევაში, აშკარად ჩანს, რომ სხვა აქციონერებისგან ფარულად მოხდა ეს გარიგება, შესაბამისად დაზარალდებოდნენ აქციონერები, ამავდროულად, დაზარალდა ბიუჯეტიც, რადგან ეს ამოუღებელი 17 მილიონი გადაქაჩეს ოფშორში, ხოლო ბანკმა ჩამოწერა ეს თანხა, შესაბამისად მოგების გადასახადის  სახით, ანუ ამ თანხის 20%-ით,  3,4 მილიონ დოლარით დაზარალდა ბიუჯეტი. იმაზე მანიპულირება, რომ თიბისი ბანკი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს, და თუ მისი რომელიმე აქციონერის მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ეკონომიკას საფრთხეში ვაგდებთ – არასწორია, ამით ბანკს საფრთხე არ შეექმნება, თანაც თუ დააკვირდებით, ბანკის დანარჩენი 79%-ის მფლობელ არცერთ აქციონერს არ გამოუხატავს პრეტენზია, რადგანაც ამ სქემებით პირველ რიგში თვითონაც არიან დაზარალებული. ქვეყანაში არ უნდა იყვნენ ხელშეუხებელი ადამიანები. ნაციონალური რეჟიმთან  ერთად ხაზარაძეს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი და ასეულობით ადამიანს უკანონოდ წაართვა ქონება, რა პასუხს ვაძლევთ მათ?

– მფლანგველური კრედიტები ახსენეთ. რას გულისხმობდით ამაში?

– „თი ბი სი“ ბანკი ხშირად გასცემდა დაუსაბუთებელ კრედიტებს, მათ შორის ციხეებში. დღეს რომ ნებისმიერი თქვენთაგანი მივიდეს „თი ბი სი“ ბანკს მოთხოვს კრედიტი, აუცილებლად მოთხოვენ საბუთებს, შემოსავლებს, უზრუნველყოფას და ა.შ. ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, ციხეში კრედიტებს გასცემდა, პატიმარს აძლევდნენ კრედიტს, შემდგ ეს ფული მიჰქონდა ნაციონალურ რეჟიმს, წრედი იკვრებოდა, ფაქტიურად ამაში ჩართული იყო როგორც „თი ბი სი“ ბანკი ისე ნაციონალური რეჟიმი, მათ შორის კეზერაშვილი, ადეიშვილი და ა.შ.

 – თუმცა ეს მაინც ვარაუდებია… გაქვთ რაიმე მტკიცებულებები?

– რა თქმა უნდა, ამის უტყუარი მტკიცებულებები გაგვაჩნია. ამას არც უარყოფდნენ იმ დროს. მე კონკრეტულად მთავაზობდა ვახტანგ ბუცხრიკიძე და ბადრი ჯაფარიძე, რომ თუკი მე 9 მილიონ დოლარად მათ დავუთმობდი 51 პროცენტიან წილს „ელიტ ელექტრონიქსში“, მოაგვარებდნენ ხელისუფლებათან ყველა პრობლემას, მათ შორის, ადეიშვილთან. ადეიშვილი შენ არ გენდობა. შემდგომში, მართლაც ისე გამოიკვეთა, სინქრონში ხდებოდა ყველა პროცესი, ანუ, ხელისუფლებისა და „თი ბი სი“ ბანკის მოქმედებები ჩვენთან მიმართებაში იყო სინქრონში.  ამავდროულად, ბევრი შემთხვევებია, თუნდაც, თუ ავიღებთ  „კონსტანტა ბანკის“ შემთხვევას. ჯერ დააპატიმრეს დამფუძნებელი, მერე ღამის 2 საათზე გამოიყვანეს საპატიმროდან, მარჯანიშვილის ქუჩაზე თიბისი ბანკის ცენტრალურ ოფისში მიიყვანეს, ღამის 2 საათზე მოაწერინეს ხელი და 12 მილიონი კრედიტი გამოუყვეს, ხელისუფლებამ წაიღო ფული, ხოლო „კონსტანტა ბანკი“  „თი ბი სი“ ბანკმა წაიღო. ასე იყო თამაზ ელიზბარაშვილის შემთხვევაში, პატიმარ კაცს 6 მილიონი გამოუყვეს კრედიტი, რომელიც პირდაპირ ნაციონალურმა რეჟიმმა წაიღო. ანალოგიური შემთხვევები ბევრია. ეს ისეთი შემთხვევებია, რომლის უარყოფა ძალიან ძნელია, არსებობს მტკიცებულებები და იმის მტკიცება, იყო თუ არა „თი ბი სი“ ბანკი ნაციონალურ რეჟიმთან, ერთმნიშვნელოვანია. დღეს ჩემთვის გაუგებარია, როდესაც სააკაშვილი აკრიტიკებს ხაზარაძეს, ისინი ერთი გუნდი იყვნენ და სინქრონში მოქმედებდნენ.

წყარო:„პრაიმ ტაიმი“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რა ხდება ამ წუთებში ხურვალეთში-რუსები შემოვიდნენ და გავიდნენ

  „დილით ადრე შევძლებთ, რომ ბაღები დავათვალიეროთ. შესაბამისი სტრუქტურები ადასტურებენ, რომ რუსები გავიდნენ. დადასტურდა,რომ ქალბატონი ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com