მკითხველს ბოდიშს ვუხდით ამ მძიმე კადრების ჩვენებისთვის, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს გიორგი ანწუხელიძის გმირობის ამბავი:
ლეი ლიდია ჩადუნელი ხარაიშვილი-ის პოსტიდან
„დღეს 8 აგვისტოა, გასახსენებლადაც კი რომ უმძიმესია, ეს ის ტკივილია რომეიც არასოდეს განელდება, ის წარსულია რომელიც კვალდაკვალ გამოგვყვება საუკუნეების მანძილზე, ….
ეს ის 3 საშინელი დღეა რომელმაც პატარა ბიჭები გმირებად აქცია, ბევრი დედა გაამწარა, ბევრი და, და მეუღლე, შვილები….
დიდება თქვენს სახელებს, ბიჭებო, შვილებო, ძმებო …
ბევრი კი ვინც გადაურჩა ომს არანაკლები გმირები არიან, მათაც დაფასება სჭირდებათ….
გვაშოროს ღმერთმა ომი, სისხლის ღვრა, აგრესია, საკმარისია დაიღალა მიწაც და ჰაერიც სისხლით და ბრძოლით….
P…S გიორგი ანწუხელიძის ოჯახს ბოდიშს ვუხდი ფოტოს გამო, ეს უმძიმესი კადრია, გიორგი უკვე ყველას შვილია, ღირსეული, საამაყო, ცოცხალი მაგალითი ვაჟკაცობისა……
გამძლეობა მოგცეთ ღმერთმა.