ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „როგორ ასესხა ქიბარ ხალვაშს, წარმატებულ ბიზნესმენს, ჩინოვნიკმა შვიდი მილიონი დოლარი“-პაატა სალია

„როგორ ასესხა ქიბარ ხალვაშს, წარმატებულ ბიზნესმენს, ჩინოვნიკმა შვიდი მილიონი დოლარი“-პაატა სალია

 

„რუსთავი2“-ის ახალი გენერალურმა დირექტორის პაატა სალიას განცხადები  ირაკლი ოქრუაშვილი იყენებს გაყალბებულ დოკუმენტს და ყალბი დოკუმენტით გარკვეული სარგებლის მიღებასთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

„სანამ რამეზე ლაპარაკს დაიწყებს, ის უნდა ახსნას,  როცა მაღალი თანამდებობის პირი იყო. როგორ ასესხა ქიბარ ხალვაშს, წარმატებულ ბიზნესმენს, ჩინოვნიკმა შვიდი მილიონი დოლარი თუ არ ვცდები, იმ პერიოდში გენერალური პროკურორი იყო, როგორ იყიდა „რუსთავი 2“-ის წილები-ამის შესახებ „რუსთავი2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

სალია  საუბრობს  ოქრუაშვილის განცხადებების ექპსერტიზის ნაწილზეც და აღნიშნვს, რომ ქიბარ ხალვაში მზად არის ექსპერტიზაზე მივიდეს.

„რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომელსაც აქტიურად იყენებენ, რომ ქიბარ ხალვაში ამდენი ხანი არ მისულა ექსპერტიზაზე. გეტყვით, რომ ოქრუაშვილი ასევე სამ ექსპერტიზაზე აპელირებს, რომელიც ჩაატარა , სამივე ექსპერტიზა გაყალბებულ ოკუმენტებზე არის ჩატარებული. რაც შეეხება ექსპერტიზას, რომელიც სამხარულშია დანიშნულია, მოთხოვნილია სასამართლოში ჩემს მიერ ქიბარ ხალვაშთან შეთანხმებით და ქიბარ ხალვაში უნდა მივიდეს ექსპერტიზაზე  ირაკლი იქრუაშვილის  ადვოკატის და ჩემი თანდასწრებით. შესაბამისად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სანამ საქმე გადაიგზავნა, იყო თარიღების შეთანხმება, რამდენჯერმე ვერ შევთანხმდით თარიღზე, იყო წმინდა ტექნიკური საკითხები, მაგრამ აუცილებლად მივა. მზად არის აქაც, საზღვარგარეთაც, სადაც არის კვალიფიციური ექსპერტიზა და დავრწმუნდებით, რომ ეს არის ყალბი დოკუმენტი. ვიზუალურად თქვენც თუ შეადარებთ ნოტარიულ დოკუმენტზე, ბოლო გვერდზე არსებულ ხელმოწერას, რომელიც ნამდვილად არის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული 50 ათას დოლართან დაკავშირებით და შეადარებთ თითქოსდა ქიბარ ხალვაშის მიერ განხორციელებულ ხელმოწერას „რუსთავი 2“-თან და შვიდ მილიონთან დაკავშირებით ეგრეთწოდებულ ხელშეკრულებას, თვალნათლივ ნახავთ, რომ ძალიან დიდია განსხვავებაა“,-აცხადებს პაატა სალია.

ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ გარკვეული ბერკეტები ჰქონდა, მაგრამ ესეც ძალიან საინტერესო განცხადებაა, როდესაც ჩინოვნიკი იყენებს ბერკეტებს, რომ პირადი სარგებელი მიიღოს. ის ამბობს, რომ მისია „რუსთავი2“ და მისი ფულით იქნა შეძენილი და მან ეს ფული გარკვეული ბერკეტების გამოყენებით მოიპოვა. ლბათ, ჯერ ამ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი და შემდეგ ვილაპარაკოთ დანარჩენზე“,-განაცხადა პაატა სალიამ.

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის შენება გაგრძელდეს- შენება არ უნდა შეჩერდეს არცერთი წამით“-გიორგი გახარია

„ველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის შენება გაგრძელდეს. შ.ენება არ უნდა შეჩერდეს არც ერთი ...